2026 წლის სამ თვეში საქართველომ 15 მილიონი დოლარის 23 709.5 ტონა ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები იყიდა – მთავარი იმპორტიორი რუსეთია – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ მაჩვენებელი წლის ჭრილში შემცირებულია. ღირებულებით გამოსახულებაში კლება 4.3%-ია, ხოლო მოცულობა კიდევ უფრო მეტად, 23.5%-ით ნაკლებია, რაც მიანიშნებს, რომ იმპორტი გაძვირებულია.
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მინის ბოთლების და ბოცები იყიდა:
რუსეთი – 7.7 მილიონი დოლარი/11 302 ტონა;
სომხეთი – 4.2 მილიონი დოლარი/8 801 ტონა;
აზერბაიჯანი – 762.8 ათასი დოლარი/1 478 ტონა;
უკრაინა – 695.8 ათასი დოლარი/885 ტონა;
ჩინეთი – 624.9 ათასი დოლარი/568 ტონა.
BMG წერს, რომ გასული 2025 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში რეკორდული, 80 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 145 453 ტონა მინის ბოცები და ბოთლები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წელს, 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 155 959 ტონა. ამ მონაცემების მიხედვითაც ირკვევა, რომ მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი გასულ წელსაც გაძვირდა.
პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. 2026 წლის 1 ივლისიდან კი აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
