მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს.
„დასრულდა ეთერი; გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე – დაგასწარი.
ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“ – წერს მარგებაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა და თავდასხმის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
