Sunday, May 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს პოლიციამ სკვერში დასაკეცი სკამების შეტანის უფლება არ მისცა

May 10, 2026
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს პოლიციამ სკვერში დასაკეცი სკამების შეტანის უფლება არ მისცა

პოლიციამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადეული ბავშვების მშბლებს სკვერის ტერიტორიაზე დასაკეცი სკამების შეტანის უფლება არ მისცა. სამართალდამცველებმა მიზეზად თქვეს, რომ სკვერში სკამები ისედაც არის განთავსებული და დასაკეცი სკამების შეტანის საჭიროება არ არსებობს.

პროტესტში მყოფი მშობლები ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებებით სამართალდამცველები მათ კანონიერ უფლებას ზღუდავენ.

“ერთის მხრივ, პოლიცი აქ დგას და ჩვენ ვცდილობთ, რომ კონფლიქტში არ შევიდეთ და რასაც გვეტყვიან, დავემორჩილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ყოველ დღე არღვევენ კანონს, როდესაც გვიკრძალავენ აქ იმ ნივთების შემოტანას, რომელიც გვჭირდება. ჯერ არ შემოგვატანინეს კარვები, შემდეგ პუფებზე კვოტა დაგვიდგინეს, შემდეგ ბალიშებზე, შემდეგ პლედებზე, ახლა დასაკეც სკამებზე”, – ამბობს ლახა წიქარიშვილი”ტვ პირველთან”.

მშობლები ასევე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობენ, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმიწფო პრეპარატს იქამდე ვერ შეიძენს, ვიდრე ახალი კვლევების შედეგები არ გახდება ცნობილი. პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის ყველა დღეს და ყველა საათს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომ ლოდინის რეჟიმში დიდხანს ვერ იქნებიან.

“დიუშენის დაავადება არ მოქმედებს სარჯველაძის გრაფიკით. სარჯველაძეს შეიძლება ჰქონდეს 2-3 ელი დაკვირვებისთვის, მაგრამ დიუეშენის დაავადებას არ აქვს არც წლები, არც თვეები და არც კვირები, ბავშვები ყოველ დღე ზიანდებიან წამლის არქონის გამო. ბიუროკრატიას საერთოდ არ ეჩქარება, მაგრამ დაავადება თავისას შვება და ჩვენ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ყოველ დღე და ყოველ კვირას, ბავშვები გადადიან უარეს მდგომარეობაში, რაც შეუქცევადია და ამის უკრან დაბრუნება იქნება შეუძლებელი. ხელისუფლებამ საკმარიზე მეტი დრო იფიქრა და საერთდო არ სჭირდება ამ წამლებს ამდენი ფიქრი, ყველაფერი არის ინტერნეტშიმოძიებადი”, – ამბობს კახხა წიქარიშვილი.

ცნობილია, რომ დღეს მშბლები კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროსთან ზუსტად 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. პროტესტის მონაწილეები მოქალაქეებს სთხოვენ, მათ აქციას შეუერთდენ.

შეგახსენებთ, რომ მშობლებმა კანცელარიასთან უკვე მეოცე ღამე გაათენეს. ისინი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან წამალს ითხოვენ.

📷 TV პირველი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქოში ბრიფინგი ჩაინიშნა
  • გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო
  • „ჩემს წამებაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა ცნობილია, მაგრამ არავინ დაუკავებიათ“ – საბა სხვიტარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge