თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება – 31 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ.
ორივე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა “პირველებს” განუცხადა, სავარაუდოდ სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფომა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვიოს, უფლებადამცველმა განაცხადა, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”.
საქმის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით – რა იყო, როგორ იყო, რა ქმედებაა განხორციელებული, რა მტკიცებულებათა სტანდარტია და ა.შ. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ საქმის მასალების გაცნობის შემდგომ. დღეს საქმის მასალები გადმოგვეცა დაცვის მხარეს. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ის იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად, რაიმე თემაზე საუბარი, მოტივზე საუბარი ამ ეტაპისთვის არის ადრე. პროკურატურა თუ ჩათვლის , რომ ვინმე სხვასაც უნდა წაუყენოს ბრალი, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია. ვინ მოქმედებდა, როგორ მოქმედებდა და ვისთან ერთად, საქმის მასალებში ვნახავთ პროკურატურის პოზიციას.
ჩასაფრებაზე ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცნობ საქმის მასალებს. (ჟურნალისტი: შესაძლოა, რომ თქვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილი სხდომათა დარბაზში დაარღვიოს?) -ყველაფერია შესაძლებელი”, – ამბობს ადვოკატი.
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში, შარტავას ქუჩაზე გუშინ მოხდა – ახალგაზრდა მამაკაცის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის ფაილების მიხედვით, სწორედ ორმა დაკავებულმა დააორგანიზა 31 წლის მამაკაცი მკვლელობა. არსებული ინფორმაციით, მათ იცოდნენ, რომ კაცი ქირით ცხოვრობდა შარტავას ქუჩაზე და სახლთან მოუწყევს ჩასაფრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
