Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა

June 15, 2022
ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა

ახალქალაქის სოფლებს თავს დათვი დაესხა. დაზიანებულია ათობით სკა. მოსახლეობის თქმით, ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს, რაზეც მათმა ნაწილმა კომპენსაციის თხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” Jnews-ის დაყრდნობით ავრცელებს.

სოფელი ხავეთის მოსახლეობის თქმით, ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ლიპარიტ პეტროსიანის თქმით, მისი ოჯახის კუთვნილი სკები სახლიდან მხოლოდ სამი მეტრის მოშორებით დგას.  დათვმა თაფლი სამი სკიდან შეჭამა, რამდენიმე კი დააზიანა.

„დილით აღმოვაჩინეთ წაქცეული და დამტვრეული სკები. თაფლის ნაწილი შეჭმული იყო და ნაკვალევით მივხვდით, რომ დათვის თავდასხმის შედეგი იყო. შევეცადეთ ნაკვალევს გავყოლოდით, მაგრამ დავკარგეთ. დათვი სავარაუდოდ 300–400 კილოს მაინც იწონიდა“,–ამბობს იგი.

ლიპარიტ პეტროსიანისვე თქმით, დაზიანებული სკებით მიყენებული ზარალი 500 ლარზე მეტია, რისთვისაც მან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართა.

„დათვის მოკვლა 50 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. თაფლი ჩემი ოჯახისთვის საარსებო საშუალებაა. არავინ მოსულა ჩვენთან. მერიიდან სურათების გადაღება და გაგზავნა გვთხოვეს და გავუგზავნეთ“,–აცხადებს ის.

დათვი თავს დაესხა სოფელ კარწახში მცხოვრები ბაგრატ მოსოიანის სკებსაც, რის შედეგადაც განადგურდა სამზე მეტი სკა, ფუტკარი კი დაიხოცა. მისი თქმით, ზარალი 1000–1500 ლარს შეადგენს.

„25 სკა მაქვს ჯამში. 65 წლის ვარ და ასეთი რამ დღემდე არ მახსენდება. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ დათვი თავის ბელებთან ერთად იყო. მე იმის მეშინია, რომ მომავალში შესაძლოა საფრთხე მოსახლეობასაც დაემუქროს. ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები უნდა იქნას მიღებული, რადგან დათვი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგვესხას თავს“,–ამბობს ბაგრატ მოსოიანი.

მოსოიანების ოჯახს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კომპენსაციის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ეს დათვის სკებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო ფაქტი 9 ივნისს მოხდა, რა დროსაც სოფელ მიასნიკიანში ცხოველმა აბგარიანების ეზოში არსებული სკები დაამტვრია.

ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა
ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა

ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა

ახალქალაქში დათვმა ათობით სკა დაამტვრია და თაფლი შეჭამა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დავით კაკულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს
  • აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს
  • “ზეგ ისევ ვბრუნდები საქართველოში”- ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანა დატოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge