[ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით] არც ბატონ ირაკლის , არც მის დაცვას და არც ოჯახს არ მიუმართავს – თქვა TV პირველთან ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.
“[ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით] არც ბატონ ირაკლის , არც მის დაცვას და არც ოჯახს არ მიუმართავს. ასე მოლაპარაკებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. სამომავლოდ მომავალში გადავწყვეტთ და ახლა, ამ ეტაპზე არავის არავისთვის მიუმართავს. თუ საჭირო გახდა, მოიხდის [ბოლომდე სასჯელს]. ამ ეტაპზე, ვინაიდან არ ვარ არავისთან არაფერზე შეთანხმებული და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი, შესაბამისად, მაგიტომ ვერ ვამბობ… თავს გრძნობს მხნედ. პოზიცია ისეთია, რაც სასამართლოზე დააფიქსირა, შესაბამისად, აღიარა დანაშაული” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.
