Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

May 8, 2026
მოკლული მასწავლებლის გიგა ვალიანის დედა საქმის “ახალ ფიგურანტს” ასახელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მე არ ვმათხოვრობ სამართალს!
მე მოვითხოვ სამართალს!!!
ც ი ხ ე შ ი:
ნია იმნაძე!
გიორგი მალანია!
დემეტრე კასრაძე!
ანასტასია ბერუაშვილი!
ცოტა უზუსტობები გაიპარა გუშინდელი პროცესის ირგვლივ; როგორც ჩანს, გაბრაზებულმა კარგად ვერ გადმოვეცი ინფორმაცია. ამიტომ მოკლედ აღვწერ რაც მოხდა.
დარბაზში იყო ყველა, ვინც უნდა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, სასამართლოში შემობრძანდა მოსამართლე, სამარისებური სიჩუმე იდგა.
პროკურორი კი, საპირფარეშოს წინ ელოდებოდა ნია იმნაძეს, როგორც მითხრეს, აღნიშნავდა, რომ მოსამართლე დარბაზშია და პოლიციელებს სთხოვდა, პოლიციელი ქალი შეეშვათ, რათა გამოეყვანათ ნია იმნაძე, რომელიც 20 წუთზე მეტ ხანს იყო საპირფარეშოში და არ გამოდიოდა გარეთ.
ჩემებმა ასევე მითხრეს, დროს არ კარგავდა იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, პროკურორს ,,ევაჭრებოდა”, რომ პროცესიდან გაეყვანათ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი.
აპროტესტებდა დარბაზში ჩემს ყოფნას.
ლეკიშვილმა პროკურორი ვერ დაითანხმა…
ნია იმნაძე დარბაზში ლეკიშვილმა შემოიყვანა ხელკავით. (მე საათს რომ დავხედე 16:23 სთ იყო და მერე რამდენ წუთში შემოიყვანეს, არ ვიცი, იქ დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა).
დაიწყო სპექტაკლი!!!
სპექტაკლის პირველი მოქმედება იყო, თუ რომელი მხრიდან უნდა მოჯდომოდა გვერდით გიორგი ლეკიშვილი ,,ნიაკოს”.
რომ არ დამავიწყდეს, გაბაშვილს ახლავე ვეტყვი:
— მისი ნიაკოს ხელი მთელი პროცესის განმავლობაში ხელში ეჭირა გიორგი ლეკიშვილს და ეს ჩაჭიდებული ხელები ხან ნიაკოს ფეხზე ედოთ, ხან ლეკიშვილის ფეხზე!!!
,,ნიაკო” მეორე ხელით მარცხენა ფეხს ისრესდა და დროდადრო თმებს იწევდა, რაღაც სლუკუნის მაგვარ ხმებსაც გამოსცემდა.
ვაი-ვიში ჰქონდათ ნასყიდაშვილის ,,კეთილშობილ” ადვოკატებს, ,,ეს რა დღეშია არასრულწლოვანი”-ო.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა მოწმის იდენტიფიცირება, მან დადო რელიგიური ფიცი და პროკურორს უფლება მიეცა კითხვების დასმის.
პირველი კითხვა გააპროტესტა იმნაძემ და თქვა თხრობით ვიტყვიო. პროკურორიდან მიიღო უარი.
ლეკიშვილი წამოხტა, მიკროფონთან აფართხალდა და სამართალს და მორალს ერთად გვიკითხავდა ყველას, მაგრამ არც ერთის აზრზე არ იყო და ფართხალი გააძლიერა.
ავიშვიშდნენ ადვოკატები, ,,უფლება აქვს!”, ,,უფლება აქვსო!”-ო!
პროკურორმა აღნიშნა, რომ დაკითხვის ფორმას ირჩევს მხარე და დაასაბუთა კითხვების დასმის აუცილებლობა.
ლეკიშვილის მოსალოდნელი სცენარი ხმამაღლაც გაშიფრა პროკურორმა:
— ,,სავარაუდოდ ნია იმნაძე ისაუბრებს ცოტა ხნით, მერე ,,ცუდად გახდება” და გაიყვანენ დარბაზიდან”.
მოსამართლემ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და პროკურორს დაკითხვის გაგრძელების უფლება მისცა.
ისევ აფართხალდა ლეკიშვილი, ,,ხედავთ??? ხელები უკანკალებს!!! ჩქარა ექიმი!!!”
ნასყიდაშვილის ,,კეთილშობილმა” ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეშინოდათ არაფერი დამართნოდა არასრულწლოვანს და რომ მათი სუსტი გული ამას ვერ გაუძლებდა. უფრო დამაჯერებლად აჩოჩქოლდნენ და უდავო გახადეს იმნაძის ჩვენება. მხარი აუბა ჩიქოვანის ადვოკატებმაც.
აქ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მოსამართლემ 1 მაისს, ხმამაღლა წაიკითხა ცნობები იმნაძის ჯანმრთელობის შესახებ, ცნობები ფიზიკურადაც გადასცა გასაცნობად ადვოკატებს. მაგრამ მაშინ არ გაუპროტესტებიათ იმნაძის მოყვანა, რადგან იცოდნენ, რომ ამის პრეცედენტი არ არსებობდა და იმედი ჰქონდათ მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა.
მოსამართლემ კოვზი ნაცარში ჩაუგდო და იმნაძე სასამართლოზე იძულების წესით დაიბარა.
მოკლედ, გუშინ ამ ცირკების დროს, მოსამართლემ ექიმის შემოყვანა ბრძანა და შესვენება გამოაცხადა. მოსამართლე დარბაზიდან გავიდა.
შემოვიდა ექიმი….
ექიმი მოითხოვეს ჩიქოვანისთვისაც. მეგონა მასაც გული მისდიოდა, თურმე თვალში რაღაც ჩავარდნია!!!…….
შესვენებაზე დროს არ კარგავდნენ ნასყიდაშვილის ადვოკატები და პროკურორს ტისკავდნენ, ლამის ქალობას და დედობას უწუნებდნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ,,არასრულწლოვანი” პროცესზე მოიყვანა, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არად აგდებდა.
—ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იკითხა ვინმემ, ბატონო სიბაშვილო? მეც მყავდა წუხელ, ღამის 3 საათზე სასწრაფო!—ვკითხე მე.
—დაწყნარდით რა, თქვენ მანდ, თუ შეიძლება — დაი-ჭყ(ჯღ)-ანა ადვოკატი სიბაშვილი.
—მე სპეტაკი, ღირსეული, უდანაშაულო შვილი მომიკლეს და ამ ცირკებს აქ არ ვუყურებ!—წამოვხტი ფეხზე!
ფართხალის ტემპი ააჩქარა და გააძლიერა ლეკიშვილმა, იმნაძეს ხელი დაავლო ,,შეშინებულმა”, ,,არიქა ,,არასრულწლოვანი” არ მოკლან სასამართლოს დარბაზში”-ო და გადააჯინა წინ. დაუძახა ვალეს (იმნაძის მამას) და ფსიქოლოგს მიუთითა შეშფოთებულ ,,არასრულწლოვანზე”.
კარგა ხნის შემდეგ განახლდა სასამართლო პროცესი, მოსამართლემ მოუსმინა მხარეებს და უდავოდ სცნეს ნია იმნაძის ყველა ჩვენება.
იმნაძე გაიყვანეს დარბაზიდან, მას სახეზე ღიმილი აუთამაშდა, მე ეს არ მოვითმინე და ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ მივაძახე, რომ
მე მაინც ვერ დამისხლტებოდა!
როგორც ჩემმა ოჯახმა მითხრა, იმნაძე დარბაზიდანაც გაღიმებული გავიდა!!!!!
ბევრი რომ არ გავაგრძელო,

2026 წლის 7 მაისი, საქართველოს ისტორიაში, ჩაიწერა, მორიგ სამარცხვინო დღედ!!!!
გუშინ,
გიორგი ლეკიშვილებმა,
გიორგი სიბაშვილებმა,
ლევან სეფიაშვილებმა,
გიორგი გამხიტაშვილებმა,
მერაბ ჩიქოვანებმა,
დასცინეს:
—გიგა ავალიანს!
—საზოგადოებას!
—სახელმწიფოს!
—მე არ ვაპატიებ გიგა ავალიანის დაცინვას!
—არც ხალხი აპატიებს, საზოგადოების დაცინვას!
—იმედი მაქვს, არც პროკურატურა აპატიებს, სახელმწიფოს დაცინვას!!!
სიტყვა ,,არასრულწლოვანი” ჩემგან ვერ დაიცავს მკვლელებს!
მე არ მაინტერესებს რამდენი სანთელი ჩააქრეს მათ დაბადების დღეზე!
ამ არასრულწლოვნების ბანდამ ერთად დაგეგმა, მოამზადა, ჩაიდინა და შეფუთა დანაშაული, ამიტომ გუშინ ნია იმნაძე, პირიქით საფრთხე იყო მათთვის.
ყვეეეელა ბრალდებულს დუმილის უფლება ჰქონდა გამოყენებული, ერთადერთი იყო ნია იმნაძე, ვისაც იძულების წესით მიაცემინებდნენ ჩვენებას, შესაძლოა ისეთი რამეც წამოსცდენოდა, რაც ჩვენც არ ვიცოდით; მერე, ადვოკატები, ეს უსახური მამრები, ვეღარაფერს გახდებოდნენ და ასე ჩოჩქოლით იმიტომ გაარბენინეს იმნაძე სასამართლო დარბაზიდან.
ეს ბანდა არის გიგა ავალიანის მკვლელი, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ბანდის ყველა წევრი!!!
ისეეეე, რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა!
მე არ ვმათხოვრობ სამართალს!
მე მოვითხოვ სამართალს!!!” – წერს ეკა კუპატაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “[ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით] არც ბატონ ირაკლის , არც მის დაცვას და არც ოჯახს არ მიუმართავს” – ღარიბაშვილის ადვოკატი
  • ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს
  • პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge