Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ, 2 წლის განმავლობაში 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მამა

May 8, 2026
“ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ, 2 წლის განმავლობაში 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მამა

ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ ბავშვებისთვის! 2 წლის განმავლობაში, 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს! – ცოდოები ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. წვიმაში, ქარში გარეთ ვართ და ჩვენამდე არავინ მოდის,- ამ სიტყვებით მიმართავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამა მიხეილ სარჯველაძეს საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან მიმართა მინისტრს, რომ „ტყუილების ნაცვლად, რაიმე საიმედო თქვას“.

„ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ ბავშვებისთვის! 2 წლის განმავლობაში, 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ როგორ ემართათ მშობლებს! ეს დაავადება არ ჩერდება, შესაძლოა, დღესაც დაიბადოს ასეთი ბავშვი, უნდა მიხედოს ასეთ ბავშვს სახელმწიფომ. ღმერთმა ხომ დაუშვა უკვე ეს წამალი, მსოფლიოში უკვე ყველგან არსებობს. კეთილი ინებოს სარჯველაძემ და ამ 3 ბავშვს რომ არ მიყვეს 3 და 10, მიხედოს ამ ბავშვებს. კობახიძემ გამოყოს თავი, საიმედო, სანუგეშო სიტყვა თქვას იქ რომ ვართ. ჯანდაცვის მინისტრმა ტყუილების ნაცვლად, რაიმე საიმედო თქვას! ამ ბავშვების გულისთვის მშობლები ყველაფერს გავაკეთებთ! დედას ვუტირებთ ნებისმიერს, ვინც ცუდს გააკეთებს!

მისახედები არიან და უნდა მიხედონ. ქუჩებში ვყრივართ მშობლები, საქმეები გვაქვს, ბავშვები მისახედი გვყავს, სახლში ფული შესატანი, ჩვენ მშობლებსაც მიხედვა უნდა! რა ხდება? მოდით ბავშვებს დაუდექით გვერდით! „ქართულ ოცნებაში“ ერთი გულიანი როგორ [არავინ არის]. ბავშვებს მხარში დაუდექით. არ შეიძლება ასე, ხალხო, მშობლებს გვერდით დაგვიდექით, ცოდოები ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. წვიმაში, ქარში გარეთ ვართ და ჩვენამდე არავინ მოდის. ჰორმონი, რომელსაც ახლა ბავშვები იღებენ, უკუჩვენებებით სავსეა და სარჯველაძე აქებს. ბავშვისთვის 1 თვის სამყოფი, 18 ლარი ღირს და ალბათ, ამიტომ ამბობს ამ ყველაფერს“,- აღნიშნავს მშობელი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს მედიკამენტის შესაძენად. მათ ასევე მოითხოვეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დახმარება და მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვების ფინანსური და საჭირო პირობებით უზრუნველყოფა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა
  • მამუკა მდინარაძე “კამიტის საქმეზე“ კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge