Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სულელები არ ვართ, „ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ – ბოდიში, ვერ მოგართვით – ჩემთვის ეკითხათ, ვასახელებ, ვინ დამესხა თავს!” – ლევან ხაბეიშვილი

May 8, 2026
“სულელები არ ვართ, „ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ – ბოდიში, ვერ მოგართვით – ჩემთვის ეკითხათ, ვასახელებ, ვინ დამესხა თავს!” – ლევან ხაბეიშვილი

კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი. მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, არამედ, ის ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, – ამის შესახებ მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის სასამართლო სხდომაზე, 2024 წელს, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გდდ-ს თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო გდდ-ს თანამშრომლების დაკავებას. სულელები არავინ ვართ, იქ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი არ უწამებიათ და უცემიათ, ასობით ახალგაზრდა სცემეს იქ. ძალიან მერიდებოდა თავის დროზე ჩემს თავზე საუბარი, როცა ეს თავდასხმა მოხდა, თუმცა ფაქტი არის უტყუარი – მხოლოდ ფოტოსურათი ადასტურებს, სამედიცინო დასკვნას რომ არ ჩახედოთ, სადაც კარგი არაფერი წერია – სახის ძვლების მოტეხილობა, თავის არეში მძიმე დარტყმები, დაჟეჟილობები, ნეკნების მოტეხილობები და ა.შ.

კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი, მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიყავი, მეორე დღეს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, რომელიც ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას.

პოლიტიკოსი რომ მქვია, რკინის კი არ ვარ… გდდ-ს თანამშრომლებს რომ დაუძახეს, ჩემთვის ეკითხათ, პირდაპირ ვასახელებ, ვინ დამესხა თავს და ეს ჩვენება არ არის? რას იღებდა გეტყვით – უნდა მეთქვა ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვა, რომ ვარ ჩმორი და მაშინ თურმე აღარ დამარტყამდნენ. ამ ვიდეოს მერე, ალბათ, ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აგერ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის, როგორ წუწუნებსო.

ბოდიში, ვერ მოგართვით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წუთი გაგიგრძელდათ. აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას, ვის უგზავნიდნენ? მე მაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს, უგზავნიდნენ, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, მამუკა მდინარაძეს – ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, გომელაურს, შს მინისტრი იყო. სანამ ესენი გამოიძიებდნენ, 9 სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მათ შორის, კეზევაძეზე, „ხარებას“ მოადგილე რომ იყო. სულელები არ ვართ, ამის მთავარი ორგანიზატორი იყო ივანიშვილი, მთავარი შემსრულებელი იყო კობახიძე. გახარიას რომ მისდევენ თვალი ამითხარე და ცუდად დაარბიე აქციაო, ახლა კობახიძე მის ადგილასაა, მაგას ჰგონია პასუხისმგებლობას აცდება? ვერაფერსაც აცდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა
  • მამუკა მდინარაძე “კამიტის საქმეზე“ კომენტარს აკეთებს
  • “დახმარებას დაგვპირდნენ” – დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge