Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის – ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო” – ადვოკატი

May 8, 2026
“გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის – ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო” – ადვოკატი

გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას” წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო.

„ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ამ საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო, ასევე სხვა პირიც, რომელიც ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, რაც ბრალის აღიარებასა და გელაზე მითითებასა და დასახელებას ნიშნავდა. გარდა ამ პირისა, ამ საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულს იტყოდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.

შესაბამისად, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით – 5 წელი თუ 4 თვე გაგვეტარებინა ციხეში.

ეს შეთანხმება არავის უჩუქებია, არც გელასთვის და არც ჩვენთვის. დაზარალებული გავანადგურეთ სასამართლო დარბაზში, ისევე როგორც მის მიერ მიცემული ჩვენება.

ამ შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა, რომ ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღდეგ, ხელს მოაწერდნენ საპროცესო შეთანხმებას, ამით კი გელას გარანტირებულად 5 წელი ელოდებოდა. შესაბამისად, გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის“, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ინფორმაციისთვის, გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრალი აღიარა – ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე დაავალა, არ უხსენებია, პირველად გუშინ გამოიკითხა” – დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი
  • “მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო – ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას” – ლევან ხაბეიშვილი
  • ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს, ფაშიზმზე გამარჯვების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, მისალოც წერილს უგზავნის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge