კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.
პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი ექნება.
ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასია პატიმრობიდან სექტემბერში გათავისუფლდება.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.
