Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

May 8, 2026
საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც მშობლები აღნიშნავენ, ისინი ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ, აღნიშნული მიზნით კი საპატრიარქოს წერილით რამდენჯერმე მიმართეს.

ერთ-ერთი მშობლის, კახა წიქარიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე მოითხოვენ, საპატრიარქომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს.

“სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არ გვხვდება. ამიტომ, თავიდან ვაპირებდით ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას. აგვიკრძალეს იქ მისვლა და შემდეგ საპატრიარქოსთან მოვედით, სადაც 6 მაისს შეხვედრა არ შედგა. შემდეგ დაგვიკავშირდა საპატრიარქო და გვითხრა, რომ შეგვხვდებოდნენ. დღეს მოვედით, რათა საპატრიარქოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ჩვენი თხოვნაა, საპატრიარქომ გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს”, – აღნიშნა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, თუ ვინ შეხვდებათ მშობლებს საპატრიარქოდან.

შეგახსენებთ, მშობლები სახელმწიფოსგან სამკურნალო მედიკამენტს ითხოვენ და ამ მოთხოვნით რამდენიმე კვირაა, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მაშინ არ იქნებოდა მხოლოდ 1 დაზარალებული ჟურნალისტი” – მდინარაძე ამბობს, რომ აქციაზე ძალოვნების მხრიდან დანაშაული სისტემური არ იყო
  • “მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10,7%-ით…ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე და სიღარიბის შემცირებაზე” – ირაკლი კობახიძე
  • ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge