რუსეთის დუმაში გაიმართა დსთ-ს ქვეყნების სტუდენტური გაერთიანების შეხვედრა, რომელსაც ქართველი სტუდენტებიც ესწრებოდნენ – ინფორმაციას ფეისბუქ “მოსკოვი-თბილისი” ავრცელებს.
“პროექტის ხელმძღვანელმა, სოფია ჩაჩიამ დამსწრეებს განუცხადა, რომ დსთ-ს სტუდენტური გაერთიანების შექმნის იდეამ რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის მთავარი მიზანია — სტუდენტურ სათვისტომოებსა და კლუბებს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული ურთიერთქმედებისთვის მდგრადი საუნივერსიტეტო პლატფორმის ჩამოყალიბება, ასევე ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ზურაბ იმედაშვილი [ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი], ნინო აბულაძე [პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი], რევაზ გეგეჭკორი [რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემია], ელისაბედ კვირკველია [გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტი], ოლგა ტერნოვსკაია [რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი], გიორგი წერეთელი [მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი], ასევე რუსეთის სპორტის უნივერსიტეტის აქტივისტი კონსტანტინე ბულისკერია და სხვები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ეროვნებათშორისი თანხმობისა და რუსეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის სასარგებლოდ.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
