Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის “წითელ ნუსხაში” შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან

May 8, 2026
რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის “წითელ ნუსხაში” შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან

xr:d:DAE0a89hamg:3529,j:40519476709,t:22111009

“რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხაშურის, სურამისა და ცედანის ტყეებში, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 2 370 ინდივიდ წაბლს ამოიღებენ – შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში წერია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 110 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს ტაბას ეძლევა უფლება, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის შემდეგი სახეობა:

„ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 370 ერთეული;
8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 2000 ერთეული;
კომპანია ვალდებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ.

“მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია დოკუმენტში.

“საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 110 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს ტაბას (ს/ნ: 405004837) მიეცეს უფლება, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეში, კერძოდ, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის, ხაშურის სატყეო უბნის ხაშურის, სურამისა და ცედანის სატყეოებში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის შემდეგი სახეობა: ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 370 ინდივიდი;

ბ) 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 2000 ინდივიდი. 2. შპს ტაბა ვალდებულია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღება განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, “რიკოთის ქარის ელექტროსადგურს” თურქული “ანადოლუ ჰოლდინგი” აშენებს. კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად, თუკი წარსულში რიკოთის ტერიტორიაზე 24-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, ამჟამად პროექტის დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატამდე არის გაზრდილი. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი ქარის ტურბინა განთავსდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს
  • “გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის – ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო” – ადვოკატი
  • დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge