Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან – სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს” – ზურაბ ჯაფარიძე

May 8, 2026
“გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა, წნეხი რეჟიმზე, მათ შორის გარედან, რომ ჩამოიშალოს და ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, არის გზა, რომელიც შვიდასჯერ გვაქვს ახსნილი” – ზურაბ ჯაფარიძე

სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან – სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს, – ამის ჟურნალისტებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განუცხადა.

“მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ გვირტყამდა. ჩემს ძმას 6 კაცი რკინის ხელკეტებით ურტყამდა. ბორის ჩელე ყურუას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო ერთი კაცი დაიჭირეს – ერთმა კაცმა სცემა ხაბეიშვილი?! დათო ქაცარავა რომ სცემეს, ის სპეცრაზმელები ვერ აღმოაჩინეს? შემიძლია ერთ საათი ვიდგე და ძალადობის შემთხვევები ჩამოვთვალო – ცალკე ე.წ. შავებში მყოფი ადამიანების და ცალკე ე.წ. ტიტუშკების“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრას, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იყო.

“საუბარი იყო ყველაფერზე. როგორც წესი, როცა ადამიანები ასეთ შეხვედრებზე მოდიან, მომზადებული არიან. რომ გითხრათ, რომ რაიმე ისეთი სიახლე ვუთხარით, რაც გაგონილი არ ჰქონდათ – არა! ცხადია, მომზადებულები იყვნენ. შეიძლება ბოლო კვირებისა და დღეების ამბები უთხრა, რომ ვიღაც ტროტუარზე დგომის გამო გუშინ წინ დააკავეს.

ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-თან ურთიერთობები. გასაგებია, რომ არ უნდა იყოს ასეთი როგორიც არის!

საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს “ოცნება“ დალაგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე, რადგან ამის პარალელურად “ქართული ოცნებიდან“ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა მიდის.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ნამდვილად კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება, როცა რეჟიმი შეიცვლება, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროდასავლური და პროამერიკული განწყობის. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პროამერიკული ქვეყანაა და ყოველთვის ასე იქნება. ამ ყველაფერზე იყო საუბარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმე ერთეულ შემთხვევებს არ ეხება, საუბარია სისტემურ წამებაზე” – თამარ ონიანი ძალოვანების დაკავებაზე
  • “ჩანს, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას ივანიშვილი, ადამიანურად საცოდაობაა, ტრაგიკული ამბავია” – გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზ თამაზაშვილის განცხადებაზე
  • გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge