Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს ვინახულე ანტონი…ორშაბათს ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო” – ანტონ ჩეჩინის ცოლი

May 8, 2026
“დღეს ვინახულე ანტონი…ორშაბათს ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო” – ანტონ ჩეჩინის ცოლი

პროევროპულ აქციებზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის ცოლი მანჩო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღეს ვინახულე ანტონი. ვინაიდან, რეჟიმი დაუკეტეს და ზარები შეზღუდული აქვს, დღეს პირველად მოვისმინე ორშაბათს მომხდარი საშინელი ამბავი. თურმე, ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო. ჯერ კიდევ რუსეთში უთხრეს ექიმებმა, რომ პატარა დანარტყამის შემდეგაც კი მაშინვე უნდა გადაეღო ტომოგრაფია და თავს ძალიან უნდა გაფრთხილებოდა. ეს იყო იმის მიზეზი, თუ რატომ მეშინოდა ასე ძალიან მისი აქციებში მონაწილეობისაც.
ციხის ექიმებმა მოასულიერეს, წნევა გაუზომეს და ნემსი გაუკეთეს. ანტონს აქვს ძლიერი თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ღებინება. ვარაუდობს, რომ შეიძლება ტვინის შერყევა იყოს, თუმცა საავადმყოფოში არავის გადაჰყავს.
არც ტომოგრაფიის გადაღებას აპირებენ. ციხეს უყოყმანოდ მიჰყავდა ტომოგრაფიის გადასაღებად 6 თვეში ერთხელ. ახლა, 14 მარტს უწევდა გადაღება, რაზეც უარი განაცხადეს, რადგან ვივამედის ნეიროქირურგმა ბადრი საღირაშვილმა მხოლოდ ის მიუთითა ფორმა ასში, რომ საოპერაციოა, თუმცა არა ის, რომ ტომოგრაფია სჭირდება. როდესაც ციხიდან ტომოგრაფიის გადაღებაზე უარი ამ მიზეზით მომივიდა, დავუკავშირდი ბადრი საღირაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულამდე არ დაწერდა და თავის თავზე იღებდა, რომ ზაფხულამდე არაფერი მოუვიდოდა. ასევე მითხრა, რომ მისთვის აღარასდროს დამერეკა და გამითიშა.
თუმცა, ამ სიტუაციის შემდეგ, ვერანაირად მოვიცდით ზაფხულამდე. ნეიროქირურგებისგან გაფრთხილებული ისედაც ვიყავით, რომ თუ მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლებელი იყო გულის წასვლის დაწყებაც. მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის გულის წასვლის გამომწვევი მიზეზი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, რადგან თავი დაარტყა, ეს უკვე საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ მისი მდგომარეობა ტომოგრაფიის მეშვეობით სასწრაფოდ გაკონტროლდეს და ანტონი გადაყვანილი იქნას საავადმყოფოში! წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სიცოცხლეს უკვე ემუქრება საფრთხე.
ვითხოვ ანტონ ჩეჩინის სასწრაფოდ გადაყვანას საავადმყოფოში და მისთვის ყველა სათანადო გამოკვლევის ჩატარებას, მათ შორის, ტომოგრაფიის.
განცხადება შეტანილია პენიტენციურშიც და სახალხო დამცველის აპარატშიც. ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას.” – წერს მანჩო სამხარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცოლზე ძალადობაში მხილებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა
  • გურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge