კულტურის პალატის თავმჯდომარემ დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
“ჩემო ლამაზო პრეზიდენტო , სამწუხაროდ , მხოლოდ ლამაზო , გონიერება არ გეყოთ , რომ არ აყოლოდით ჩვენი ქვეყნის მახარაძეებს , ორჯონიკიძეებს , ძალიან ვწუხვარ , თუმცა ფაქტები თავისას ამბობენ…რას მოგვიწოდებთ ქნ -პრეზიდენტო , ჯალათების გვერდით დგომას , რას გეტყოდათ ამაზე ირინა ენუქიძე , რას გეტყვით დახოცილი ბავშვების მშობლები ,უამრავი წართმეული ბედნიერება , დაობლებული და დასტრესილი ბავშვები , მშობლები რომ დაუხოცეს…მესმის ევროპულო კეკლუცობა , მაგრამ ვინაა ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე ტყუილი ამბების მიმტან -მომტანი , თუ ომის თავიდან აცილების მსურველები.
სამყაროს მთავარი და ევროპული ფასეულობის გვირგვინი -ადამიანია და ამ ადამიანს ებრძვის ნაცმოძრაობა…ასე რომ , არ ივარგებს თქვენი ორმაგი თამაში , არ არის სამართლიანი…” – წერს ოქიტაშვილი