Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია” – ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი

May 8, 2026
“თუ დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია” – ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი

თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამამტყუნებელი ვერდიქტით ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია.

„დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარვდგებით, ამის შემდეგ ლევანი მიმართავს სასამართლოს საბოლოო სიტყვით. რის შემდეგაც, ჩვენ განაჩენის გამოცხადებას ველოდებით. შექმნილი სიტუაციიდან და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ძნელია განაჩენის პროგნოზირება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართლებრივ აბსურდს წერტილი დაესმება, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია საჯაროდ ქრთამის შეთავაზებაზე, არგუმენტები ნათელია, არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია, რა მტკიცებულებებიც წარმოადგინეს, 80% თავად ჩახსნეს. მარტო გვაქვს ერთი მოწმის ჩვენება და ლევანის საჯარო გამოსვლები. თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს ეს იქნება, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, დანაშაულია”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცოლზე ძალადობაში მხილებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა
  • გურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge