Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

May 8, 2026
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა.

“ორი დღის წინ დამირეკა ციხიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, ბიჭმა რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იმყოფება… (2 წელი)
თავდაპირველად მითხრა რომ იმედია არ გამაკრიტიკებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ არ გავაკრიტიკებდი მის არცერთ ნაბიჯს
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა!
არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს.
ქართული ოცნების წევრები არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ “ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ” ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა.
გაათავისუფლეთ ფრიდონ ბუბუტეიშვილი და ნუ გაატარებინებთ ამ ბიჭს კიდევ 3 წელს ციხეში.
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳
ქართველი ხალხის სულიერი კეთილდღეობა და მათი სიმშვიდე გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ განხეთქილების დასრულების დასაწყისად ითხოვეთ და მოუწოდეთ ქართულ ოცნებას უპასუხონ ფრიდონ ბუბუტეიშვილის ნაბიჯს და მოაწერონ შეწყალების აქტს ხელი. საჭიროების შემთხვევაში თავად შემიძლია გავესაუბრო საპატრიარქოს წარმომადგენელს ამ საქმის დეტალური შესწავლისთვის.” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი რომელაშვილი.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას მოსამართლე ზვიად შარაძემ 2025 წლის 20 იანვარს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია [ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა] და 353-ე პრიმა – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე [ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა]. ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთის დუმაში გაიმართა დსთ-ს ქვეყნების სტუდენტური გაერთიანების შეხვედრა, რომელსაც ქართველი სტუდენტებიც ესწრებოდნენ
  • რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის “წითელ ნუსხაში” შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან
  • “ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება – მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური” – გურამ მაჭარაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge