სპეცრაზმის ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი ამბობს, რომ მის ყოფილ მოადგილესთან, მირზა კეზევაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს.
“ხარება” დეტალებზე არ საუბრობს – “რა მნიშვნელობა აქვს, რამე მოხდა თუ არა”.
კეზევაძე ახლა სუს-შია დასაქმებული. გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყოს, რომ ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი და ყოფილი სპეცრაზმელია, სწორედ ამიტომ “ტვ პირველმა” ზვიად ხარაზიშვილს ჰკითხა, აღნიშნული დაკავებული ხომ არ არის მირზა კეზევაძე:
“(ჟურნალისტი: – კეზევაძე დააკავეს?) არვიცი , არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს, ნუ მეკითხები მაგ თემაზე. რა მნიშვნელობა აქვს, რამე მოხდა თუ არა. ერთს გეტყვი, 18 წელი ვიყავი მე სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია – ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე. იცი, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობა და არ ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნები, იყო დანაშუალი, იყო გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო პირადად მე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და რაც იყო ცუდი, გაეკეთებიანთ. არც ჩემთვის არავის დაუვალებია. სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეგ, რომ მეკითებიან, იყო ეგეთი ბრძანება? – არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა”, – თქვა ხარებამ.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
