სასახლის ღობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულის, ირაკლი ჩხვირკიას დედა სასამართლოზე შვილის საბოლოო სიტყვას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ფბ- პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ამაყია, რადგან ასეთი შვილი გაზარდა.
ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს სიყვარულია – წერს ციცო როსტობაია .
“მე ვარ ირაკლი ჩხვირკიას დედა და ამაყად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ ზის ბანდიტობაზე, ბარიგობაზე და ნებისმიერ კრიმინალზე. ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს სიყვარულია და ერთად-ერთი მიზანი თავის სახლში,აფხაზეთში დაბრუნება, რომელიც 33 წელია რუსეთს აქვს ოკუპირებილი და დღევანდელი ე.წ. მთავრობა არგამად მიგვათვრევს რუსეთში.
5 წლის იყო როცა აფხაზეთში ომი დაიწყო და დასრულდა ბედნიერი ბავშვობის ხანა. მედიცინის მუშაკის დედამისის გამო, რომელმაც ჰიპოკრატის ფიცი ბოლომდე შეასრულა, იძულებული იყო მთელი ომი თავისი თვალით ენახა.
5 წლის ასაკში არჩევდა უკვე ყველა ტყვიის და იარაღის სახელს. ხმით იცნობდა სნარიადი იქით მიფრინავდა თუ აქეთ. 6 წლის იყო როცა ბოლო უკრაინის გემით დაჭრილებთან ერთად დავტოვეთ ჩვენი სამოთხე დედამიწაზე. შეგვიფარა აჭარამ 13 წელი” – წერს ირაკლის დედა.
