Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს 7-10 მაისს Factory Tbilisi მასპინძლობს

May 8, 2026
2026 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს 7-10 მაისს Factory Tbilisi მასპინძლობს

2026 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს 7-10 მაისს Factory Tbilisi მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში ჩვენებებზე, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებული პროფესიონალების, ასევე ახალი, დამწყები დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მრავალდარგოვანი პლატფორმაა, რომელიც მოდას, მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კვირეულმა არაერთი ინიციატივითა და პროექტით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ ასპარეზზე ქართული მოდის პოპულარიზაციაში. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს და მოდის ინდუსტრიისადმი გრძელვადიანი ერთგულებით გამოირჩევა. კვირეულის მთავარი მიზანია შემოქმედებითი პროფესიონალების მხარდაჭერა და საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარება.

2026 წლის მიმდინარე სეზონზე აუდიტორიის წინაშე ახალ კოლექციას თერთმეტი დიზაინერი წარადგენს. Factory Tbilisi-ის სივრცეში ისინი წარმოაჩენენ იმ კრეატიულობას, ოსტატობასა და გამორჩეულ იდენტობას, რაც რეგიონული მოდის სფეროსთვისაა დამახასიათებელი. მათთან ერთად ახალი თაობის დიზაინერების დებიუტიც შედგება, რაც ინდუსტრიისთვის აღმოჩენებისა და ინოვაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დედაქალაქის გულში, ხელოვნების ცენტრ – Factory Tbilisi-ში გაიმართება. ეს სივრცე ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი კრეატიული ჰაბია, რომელიც სხვადასხვა შემოქმედებით ინდუსტრიას აერთიანებს. მისი დინამიკური და კოლაბორაციული გარემო Fashion Week-ის იდეას ასახავს – პროგრესულსა და ექსპერიმენტულს, რომელიც თანამედროვე კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
კვირეული საერთაშორისო სტუმრებს – მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, მოდის კრიტიკოსებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს უმასპინძლებს. ეს გლობალური მოდის რუკაზე თბილისის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვანი ცენტრის, კიდევ უფრო გააძლიერებს. გამორჩეული ესთეტიკითა და ფართო ხედვით ცნობილი მოდის კვირეული კვლავ იქნება კულტურული გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა.ჩვენებების გარდა, პროგრამა გამოფენებსა და სპეციალურ ღონისძიებებს მოიცავს, რაც მონაწილეებსა და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი გამოცდილება მიიღონ, რომელიც ჩვენებებს სცდება და თანამედროვე მოდის პროცესების უფრო სიღრმისეულ გაცნობას უზრუნველყოფს.

BENEXT – ყოველწლიური საერთაშორისო მოდის დიზაინის კონკურსი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პარალელურად, 7-10 მაისს თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო მოდის დიზაინის კონკურსი BENEXT გაიმართება. ეს არის გლობალური პლატფორმა ახალგაზრდა კრეატიული ტალანტებისთვის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ დიზაინერებს აერთიანებს და მათ საერთაშორისო ჟიურის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს.
კრეატიულობისა და ინოვაციის აქტიური მხარდამჭერი BENEXT – ახალგაზრდა დიზაინერების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში მოდის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები და ინდუსტრიის კონსულტანტები სემინარებსა და ვორქშოფებს ჩაატარებენ. კონკურსი მონაწილეებს მრავალფეროვან პრიზებს სთავაზობს. მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერას, სტაჟირებას, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას, საერთაშორისო მოდის კვირეულებსა და დიდ სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობას, ასევე PR და გაყიდვების განვითარების მხარდაჭერას.
BENEXT – დამწყები დიზაინერებსა და გლობალურ მოდის ინდუსტრიას შორის დამაკავშირებელი ხიდია.

ჯეი-ჯეი იოჰანსონი, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ანსამბლი შავნაბადა
Factory Tbilisi კვლავ აგრძელებს ტრადიციას და მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ თუ მუსიკალური ღონისძიებებს. ეს არის სივრცე, რომელიც მსმენელსა და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს შორის მუდმივად ამყარებს კავშირს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის სცენას ერთობლივი პროექტით Jay-Jay Johanson და ნიკოლოზ რაჭველი უბრუნდებიან. შვედი მუსიკოსი Factory Tbilisi-ს სცენაზე უკვე მეორედ წარდგება და საკუთარ შემოქმედებას მაყურებელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, ანსამბლ შავნაბადასთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაუზიარებს. ნიკოლოზ რაჭველი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც საკუთარ შემოქმედებას უზიარებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა სრულიად ახალი ჟღერადობა და ხედვა შეიძინა პროექტს.

თბილისი კვლავ მოექცევა საერთაშორისო მოდის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიმდინარე სეზონი ქართველი დიზაინერებისა და მოდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, ახალი თაობის ტალანტებისთვის კი გამორჩეული შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს ვინახულე ანტონი…ორშაბათს ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო” – ანტონ ჩეჩინის ცოლი
  • ოზურგეთში მომხდარი გარჩევის ახალი დეტალები
  • “თუ დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია” – ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge