Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

May 8, 2026
ბედისწერის გარდამტეხი სეზონი მოდის – ვინ არის გაზაფხულის TOP 3 ფავორიტი ნიშანი?

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საყვარელ ადამიანს თქვენი ხასიათის იმ თავისებურებებთან შეგუება გაუჭირდება, რომლებიც დღეს იჩენს თავს. მოსალოდნელია უეცარი კონფლიქტი, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ ის სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ყურადღებას ნუ მოადუნებთ და მეორეხარისხოვან ამოცანებზე ნუ გადაერთვებით. იმის დაბრუნება, რასაც ახლა ხელიდან გაუშვებთ, მომავალში ძალიან რთული იქნება. საქმეს თავს კარგად ართმევთ, ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი ხართ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეცადეთ, პროფესიული უნარ-ჩვევები გაიუმჯობესოთ! ნაშუადღევს საგზაო შემთხვევების რისკი გაიზრდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან ან ქუჩაზე გადასვლისას. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა შეიძლება საღამოს უსიამოვნო ამბავი მიიღონ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე წინა დღეების დაღლილობამ იმოქმედოს.

კურო

ზოგჯერ მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება, თუმცა მთავარია არ შეცდეთ, წარუმატებელი რომანი მეგობრობას სამუდამოდ გაანადგურებს. შესაძლოა, ნათესავები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და თქვენი დახმარება დასჭირდეთ. დღეიდან ძალების დაზოგვა დაიწყეთ და დიდი მიღწევებისთვის მოემზადეთ, მოქმედების დრო მოგვიანებით დადგება. მალე თქვენ წინაშე პიროვნული და კარიერული ზრდის ბრწყინვალე პერსპექტივები გადაიშლება. ბოლოს და ბოლოს იღბალი გაგიღიმებთ და იმ პროექტების განხორციელებას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას, ხშირმა სტრესმა შეიძლება კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

ტყუპები

როგორც ჩანს, საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა მოიწყინეთ. სანამ “სიყვარულის ნავს” რუტინა ჩაძირავს, ეცადეთ ურთიერთობაში რაღაც შეცვალოთ. უახლოეს დღეებში ესტუმრებით სახლს, სადაც თქვენი დანახვა გაუხარდებათ.. ყველას ერთი ქალბატონის გარდა.. საქმიანი შეხვედრები და მუშაობა სჯობს სამომავლოდ გადადოთ. გარემოს შეცვლა შთაგონების პოვნასა და სამუშაო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. თქვენი მოხერხებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი უახლოეს მომავალში ბევრს შეშურდება! თქვენ მიიღებთ უჩვეულო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლიათ. დღის ბოლოს ბევრი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას და კარგ განწყობას იგრძნობს.

კირჩხიბი

დღეს შეგიძლიათ ინიციატივა პარტნიორს გადააბაროთ. ამით თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება, თქვენ კი დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან კამათისგან, ვისაც აფასებთ. უარს ნუ იტყვით მივლინებებსა და საქმიან მოლაპარაკებებზე, ასევე ტრენინგებსა და სემინარებზე. ამ დღეს მარსის ენერგეტიკა შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასოთ. მოერიდეთ ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ.

ლომი

მარსისა და სატურნის არამდგრადი კავშირი პირად ურთიერთობებში სირთულეებს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ, რადგან შეიძლება რაღაც ისეთი წამოგცდეთ, რასაც დიდხანს ინანებთ. თქვენს გარემოცვაში ვიღაც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეცადეთ, ამ ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროთ. შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად შეგიძლიათ ახალი ტექნოლოგიები გამოიყენოთ. მატერიალურ სფეროში სტაბილურობას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ ეცადეთ თქვენი შემოსავლები ხარჯებს შეუსაბამოთ. მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, არაჯანსაღ საკვებზე უარი თქვით და კვების მენიუ შეცვალოთ.

ქალწული

გირჩევთ, საკუთარ თავს და თქვენს გატაცებებს მეტი დრო დაუთმოთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო მიმზიდველი გახდებით პარტნიორისთვის. ეცადეთ, ცოტა ხნით ქალაქიდან გახვიდეთ, გარემოს შეცვლა თქვენს განწყობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ მალე ხელმძღვანელობამ თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა დააფასოს. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. ამ ნიშნის წარმომადგენლებში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს, რაც მენიუში უჩვეულო პროდუქტების გამოჩენით ან ახალი მედიკამენტით არის გამოწვეული.

სასწორი

გაუღეთ გული საყვარელ ადამიანს და გულახდილად დაელაპარაკეთ. უთქმელი სიტყვები და გულში შენახული საიდუმლოები თქვენი რომანისთვის დამღუპველია. ამ დღეს შეიძლება მოგეცეთ შანსი, რომ მეზობლებს ყველაფერი უთხრათ, რასაც მათზე ფიქრობთ, თუმცა ეცადეთ ურთიერთობის გარკვევა სკანდალამდე არ მიიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში და პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი უამბოთ. შესაძლოა დღეს ძველი ვალები დაგიბრუნონ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ეს ფული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადაინახოთ.

მორიელი

შეგიძლიათ, თქვენი შემოქმედებითი უნარები პარტნიორისთვის უჩვეულო სიურპრიზის მოსაწყობად გამოიყენოთ. ხელსაყრელი დროა ძველი კავშირების აღდგენისა და სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის. შესაძლოა ოჯახის მეგობართან საერთო საქმეები გამოგიჩნდეთ. ენერგიული და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი ხართ, რასაც ხელმძღვანელობა დადებითად აღიქვამს. შესაძლოა ხელმძღვანელობამ თქვენი მატერიალური წახალისებაც გადაწყვიტოს. ნუ იჩხუბებთ ნათესავებთან, ეს თქვენს საფულეზე ცუდად აისახება. ეს პერიოდი კარგია გამაჯანსაღებელი სეანსების დაწყებისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს ზოგიერთი მშვილდოსანი მიხვდება, რომ მრავალფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებები სურს. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, ხანმოკლე ფლირტზე უარს ნუ იტყვით. დღის დასაწყისში ოჯახის წევრებთან კამათი გელით. სჯობს საყვარელ ადამიანებს ისეთი არაფერი უთხრათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. მოერიდეთ კოლეგებისთვის პროფესიული საიდუმლოებების გაზიარებას. შესაძლოა, თქვენი ნამუშევარი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. მოსალოდნელია დაპირისპირება მეგობრებთან კომერციულ სფეროში, სადაც თქვენი ფინანსური ინტერესები იკვეთება. შესაძლოა, მატერიალურ სარგებელსა და მეგობრულ ურთიერთობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. გადაღლილობისგან თავის დაღწევაში აბანო ან საუნა დაგეხმარებათ. მოკლე გარბენიც ასევე სასარგებლო იქნება ჯანმრთელობისთვის.

თხის რქა

დღევანდელი დღე დაუსრულებელ მოძრაობაში, სირბილსა და ფუსფუსში ჩაივლის. იქნებ ეს წარმატებისა და სიყვარულის დევნაა? წვრილმანმა უსიამოვნებებმა შესაძლოა გუნება გაგიფუჭოთ, თუმცა მნიშვნელოვანი სანერვიულო არაფერია. გირჩევთ, შეცდომის გამოსარიცხად ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. პირველ რიგში, ეს ეხება მას, ვინც საქმიან ქაღალდებთან მუშაობს. სამსახურში გამოცდილი კოლეგების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი თავს ოდნავ შეუძლოდ იგრძნობს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში სტრესულ სიტუაციებსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს ვარსკვლავები სიყვარულში წარმატებას ჰპირდებიან, თუმცა ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ. საყვარელი ადამიანები თქვენგან ყურადღებას ელოდებიან და იმედი არ გაუცრუოთ. ხელმძღვანელობა თქვენს დამსახურებას დააფასებს და შესაძლოა მომავალში საპასუხისმგებლო საქმე განდონ. რესურსებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმას გამოიწვევს, რომ ადრე თუ გვიან ფინანსურ სირთულეებს შეეჯახებით. ამჟამად პოზიტიური ემოციები და დღის რეჟიმის მკაცრი დაცვა გჭირდებათ. სანამ სამსახურში სიმშვიდეა, ეცადეთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

თევზები

ვარსკვლავები მარტოხელა თევზებს მალე ახალ ნაცნობობას უწინასწარმეტყველებენ, დროა გარეგნობა მოიწესრიგოთ! პროფესიულ სფეროში ძალიან წარმატებული დღე გელით. წარმატებით ჩატარებული მოლაპარაკება შესაძლებლობას მოგცემთ ახალი პროექტი წამოიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია ამზადებთ, მაგრამ სხვისმა რჩევებმა შეიძლება დაგაზიანოთ.
ეცადეთ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას აპირებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ , შიმშილობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება ან ვალის აღება. უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე და ხალხმრავალი ადგილების მონახულებაზე. ახლა ყველაზე მეტად მოდუნება და დასვენება გჭირდებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
  • “იყო დანაშაული და გადაცდომა? – მზად ვარ პასუხი ვაგო” – ზვიად ხარაზიშვილი
  • რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge