ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი 4 ოქტომრის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ეხმიანება.
4 ოქტომბრის პატიმრების მიმართ თითქოს საერთო შეთანხმება არ არსებობს. ყველა დაკავებულს არც კი იცნობს საზოგადოება. ამას დაემთხვა სასამართლო სხდომების დახურვაც და კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა მათი გაცნობა, მათი წუხილების მოსმენა.
დღეს მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს 7 წელი მიუსაჯეს.ირაკლი ჩხვირკვიას,თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს 5 წელი.განსაკუთრებით უსამართლოა პაატა მანჯგალაძის 7 წელი.
სოლიდარობა თითოეულ მათგანს! მადლობა ბრძოლისთვის და იმედია საპროცესო გარიგების შანსი თუ იქნება, თავისუფლებას აირჩევენ.
