Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ლელო ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

May 7, 2026
„ლელო ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” ძალადობრივი რეჟიმის მიერ სპეცრაზმელების დაკავების ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა ქართველი ხალხის სამართლიანი რისხვისგან, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ძლიერი საქართველო ეხმაურება“ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირის დაკავებას.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება არ არის სამართლიანობის აღდგენა, არამედ არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების „იძულებითი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საზოგადოებას სახელობით წარუდგინა ძალადობაში მონაწილე პირები და მათი დანაშაულები“.

„ეს არ არის რეალური ბრძოლა დანაშაულთან, რადგან ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი დღემდე კვლავ ხელს აფარებს ათობით მოძალადეს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევაში. მათ შორის დაუსჯელები რჩებიან ალეკო ელისაშვილის გატაცების და მისი უმოწყალო ცემის განმხორციელებლები, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, მის ტელეოპერატორზე, ასევე დავით ქაცარავასა და სხვა მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე სპეცრაზმელები.

უფრო მეტიც, რეჟიმი დღესაც აგრძელებს ძალადობას სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, იყენებს რა სამართალდამცველებს ცრუმოწმეებად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

ის, რაც დღეს ვიხილეთ, არის იაფფასიანი ფარსი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მიზანია საზოგადოების მოტყუება და საერთაშორისო ზეწოლის დროებით განეიტრალება. რამდენიმე შემსრულებლის დაკავებით რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

ფაქტები არსებობს. საზოგადოებამ იცის მოძალადეების სახელები და გვარები. პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, როგორც შემსრულებლებმა, ისე ბრძანების გამცემმა მაღალჩინოსნებმა და პოლიტიკურმა დამკვეთებმა.

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” მიმართავს “ქართულ ოცნებას”, მხოლოდ დაბალი რგოლის პოლიციელებისა და სპეცრაზმელების შეწირვით ვერ გადარჩებით. დააკავეთ დამკვეთები, ვინც გასცა ბრძანება ქართველი ხალხის ცემის, დასახიჩრებისა და ტერორის შესახებ.

ამავე დროს, თითოეულ სპეცრაზმელს უნდა ახსოვდეს: როდესაც რეჟიმი მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს, სინამდვილეში მათვე წირავს, რადგან სისტემა, რომელსაც დღეს ემსახურებიან, პირველივე კრიზისის დროს სწორედ მათ გადააგდებს მსხვერპლად საკუთარი პასუხისმგებლობის გადასაფარად.

გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” , უზრუნველყოფს რეჟიმის მიერ დაზარალებული ყველა მოქალაქის ღირსებისა და უფლებების დაცვას. არცერთი მოძალადე, არცერთი ცრუმოწმე და არცერთი პოლიტიკური დამკვეთი არ დარჩება დაუსჯელი. საქართველოში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სახელმწიფო აღარ იქნება მოძალადეთა მფარველი და სამართალი აღსრულდება სრულად!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები არიან პოლიტპატიმრები”- TI
  • პაატა ბურჭულაძის შვილის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
  • “საქართველოს ბედი წყდება საქართველოში, 26 მაისს ერთად უნდა ვიდგეთ” – გიორგი ვაშაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge