Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან” – მურთაზ ზოდელავა

May 7, 2026
“პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან” – მურთაზ ზოდელავა

პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მან სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„ასეთი ვითარება, ასეთი ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა.

ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს. ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზეა, სხვა ვითარებაა, ხან ჰორმუზის სრუტეში ბანაობენ პოლიტიკურად… ეს რეალობიდან პოლიტიკური გაქცევის მცდელობაა, ამის განხილვაში არ შევალ, არ მინდა ისე გაიგონ, რომ ვიღაცას ვკიცხავ.

ჩვენ უხერხული პატიმრები ვართ იმის გათვალისწინებით, რომ იმ საზოგადოებამ საიდანაც ვართ, ერთი ხელით რაღაცნაირად ეს შესაწირი, მსხვერპლი გაიღო ჩვენი სახით, დაახლოებით 70 ადამიანია. ეს გადაღლილი და რეპრესირებული საზოგადოება მაინც და მაინც კომფორტს ვერ განიცდის, ჩვენ დაგვინახოს, ცოტა გულისხმიერიც იყოს.

პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან.

მთავარი, არ არსებობს ორი საქართველო, ვინც, როგორ არ უნდა შეფუთოს. ჩემი ბავშვობა, ჩემი სიყმაწვილე გავატარე მშობლიურ სოხუმში, სამწუხაროდ, იქ გაჩნდა ორი საქართველოს განცდა….

ახლა მე ვარ თბილისში, 32 წელი გავიდა, ძალიან არ მინდა და არასდროს ვუსურვებ არც ერთ ქართველს, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ის, იგივე შეგრძნებები გაუჩნდეს….

მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულს არ აქვს ვალდებულება საკუთარი ერის, სახელმწიფოს წინაშე, თავშეკავებული და ზომიერი იყოს, რაღაც დოზით გულისხმიერიც. ეს არის გამარჯვებულის ვალდებულება, ის უნდა აცნობიერებდეს, თორემ ჩვენ პატიმრები ვერაფერს ვწყვეტთ, გარდა იმისა, მივიღებთ საკვებს თუ არა, ერთი საათი გავალთ თუ არა სასეირნოდ…ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებებს საქართველოში“, – განაცხადა ზოდელავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “აქ იბრძვის ეკა კუპატაძე, ღირსეული, უდანაშაულო ბიჭის, გიგა ავალიანის დედა…ჩვენ ვერ მოგვერევიან მკვლელები” – ეკა კუპატაძე
  • პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ ექვსი პირის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge