Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გადაწყვეტილია, რომ ყველა ეპისკოპოსმა ეპარქიებში არსებული მათი ქონება ეკლესიას გადასცეს. ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე მეუფე იოსებია…მისი ვენახებით მაღალი თანამდებობის საერო პირია დაინტერესებული” – გოჩა მირცხულავა

May 7, 2026
“გადაწყვეტილია, რომ ყველა ეპისკოპოსმა ეპარქიებში არსებული მათი ქონება ეკლესიას გადასცეს. ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე მეუფე იოსებია…მისი ვენახებით მაღალი თანამდებობის საერო პირია დაინტერესებული” – გოჩა მირცხულავა

ეკლესიის საკითხების მკვლევარი გოჩა მირცხულავა მეუფე შიოს გემგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“საგარეო საკითხებს ჩამოაშორებენ მეუფე გერასიმეს.
დაგეგმილია საპატრიარქოდან პატრიარქთან დაახლოებული მონაზვნების გაშვებაც.
ასევე, თბილისში რამდენიმე მონასტრის გაუქმება იგეგმება – „მეუფე შიო მიიჩნევს, რომ თბილისი სამონასტრო ცხოვრების ადგილი არ არის“.
გადაწყვეტილია, რომ ყველა ეპისკოპოსმა ეპარქიებში არსებული მათი ქონება ეკლესიას გადასცეს. აქ ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე მეუფე იოსები (კიკვაძე) არის. როგორც ამიხსნეს, მისი ვენახებით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის საერო პირია დაინტერესებული.
ამ კონტექსტში მთავრობასთან შეთანხმებულია, რომ გარკვეული ქონება ეკლესიამ „ვერ მოვლის“ მიზეზით საქართველოს მთავრობას გადასცეს, რის შემდეგაც ის აუქციონის წესით გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება.
ამ კოშმარში – „ეპისკოპოსების საქმეში“ – მაღალი იერარქების თემის მიღმაა მღვდელ-მონაზვნების ქეისიც, ასზე მეტი პერსონით. „სხვა ხურდაში ვინ მოჰყვება, ამაზე ფიქრიც კი რთულია.“
რამდენიმე საკითხს გამოვტოვებ, არა იმიტომ რომ უმნიშვნელოა, არამედ ამ ეტაპზე ასეა საჭირო.
სათქმელი კიდევ ბევრია, თუმცა ყველაფრის არსი ერთამდე დადის – საპატრიარქო და ეკლესია ხდება იმაზე მეტად ჩაკეტილი ორგანიზაცია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფრაზა, რომელიც მოვისმინე – „პირველი ეტაპის სათნოებას, რის დემოსტრირებასაც მოსაყდრე შეეცდება, ძმრად ამოადენს მისთვის არასასურველ პირებს.“
ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. ერთი შეხედვით, ყველა საკუთარ ბედს თავად განაგებს, თუმცა ვიმეორებ – ეს ყველაფერი არა პერსონალური არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ყველა ვალდებულია ამ კონტექსტში შეხედოს პროცესს.
ნურავინ იიმედებს თავს რომ მათ პატიოსანი სიტყვა მისცეს. პროცესსზე ცალკეულ მინიშნებებს ვაკეთებდი ბოლო პერიოდში, როცა ვამბობდი, რომ საკუთარ მომხრეებსაც გაპარსავს. ეს დრო ს წორედ ინფორმაციის გადამომწებას და სხვა წყაროსგან დასასტურებას მოვანდომე.
ახლა რას დაგიდასტურებთ და რას უარყოს „ვიღაც“ ჩემთვის ნაკლებად საიტერესოა. მე ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, შორიდან ვუყურო მოვლენების განვითარებას და დავტკბე იმით, როგორ „შეჭამს“ მეუფე შიო მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს და განსაკუთრებით – პროტოპრესვიტერს…
ჩემგან ამ ყველაფერს მხოლოდ ერთს დავუმატებ: თუ შიო პატრიარქი არ გახდა, ერთ კონკრეტულ პერსონას ქართველი ხალხი (!) ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებას მიანიჭებს. ვის? ჯერ ვნახოთ რა და როგორ” – წერს მირცხულავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე და ჩემი თანაგუნდელები ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით, ის კატეგორიულად მიუღებელია” – კახა კალაძე
  • “არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია, რა ვიცი, ჩვენ რა პოზიცია გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იგივე პოზიცია გვაქვს” – კახა კალაძე
  • “4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულებს სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge