Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

May 7, 2026
8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8 მაისს, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები.

„სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწვევა.

კონფერენციაზე განხილული იქნება „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სამეცნიერო პროექტის მიღწევები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები ისაუბრებენ გლობალური ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკებსა და ამ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე.

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღვინის დეგუსტაციები, ასევე 8 000-წლიანი ღვინის ისტორიის თემაზე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ღონისძიება დასრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.

საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8 000 წელს ითვლის. არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართულ კულტურაში ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღირებულებად ითვლება“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როცა საუბარია პროპაგანდისტულ ტელევიზიაზე, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები – ამ ტელევიზიების მიერ გაშუქებული არცერთი ფაქტი არ არის ცრუ და პროპაგანდისტული” – პაატა სალია
  • პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების მიმართ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს
  • “უკვე გადაწყვეტილია ევროპასა და ამერიკაში არსებული ეპარქიების გაუქმება, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აბრაამ გარმელიაა…” – თეოლოგი გოჩა მირცხულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge