გამყიდველი ხელისუფლება – ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი. მისი თქმით, დიდმა და პატარამ იცის, რომ ესენი ფულს აკეთებენ და ჩვენი საქმე არ არის, როგორ გაყიდის ქართველი მიწას, როგორ გენოციდს მოუწყობს ქართულ ეთნოსს ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი.
“გამყიდველი ხელისუფლება. დიდმა და პატარამ იცის, რომ ესენი ფულს აკეთებენ. შექმნილი აქვთ ე.წ. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მაგათია ყველა… აშენებენ და აშენებენ კორპუსებს და ყველამ ვიცით, რიგითმა გლეხმა, თანამდებობის პირებმა კი არა, ქართველი პრაქტიკულად იქ აღარ ყიდულობს ბინებს – ჩვენ უნდა ვილოცოთ; ჩვენი საქმე არ არის, როგორ გაყიდის ქართველი მიწას, როგორ გენოციდს მოუწყობს ქართულ ეთნოსს ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი – ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვილოცოთ, ლოცვას ხომ ძალა აქვს და უნდა მიხედოთ ამ საქმეს, აბა რა… ეკლესიას არ უნდა დაანებო თავი, შენ რანაირი მორწმუნე ხარ. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, წმინდა გიორგის რამეს ვევედრებოდეთ, რატომ გვეხმარება წმინდა გიორგი?! ვის უნდა დაეხმაროს?! ვის უნდა დაეხმაროს?! რატომ ვართ ამ დღეში?! რატომ დაგვცინის, [ხელისუფლება] არ ვიცი პირდაპირ, რომელი ერთი შეიძლება ითქვას. დაგვცინის ხელისუფლება ყველანაირი თავისი პოზიციით, რატომ ვართ ამ დღეში?! რატომ არ გვეხმარება ზეციური ძალა?! ამაზე მეტი პარაზიტული მიდგომა ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს, როდესაც ადამიანი ერთი ხელით საკუთარ სისხლისმწოველ წურბელას აძლიერებს და მეორე ხელით ამბობს ვაიმე, კისერი მტკივა და სუსტად რატომ ვარ, ნეტაო. წურბელას, რომელიც ბეჭებზე უზის და მას სისხლს სწოვს, მას აძლიერებდეს, თან ცუდად რატომ ვარო მოთქვამდეს, ამას რატომ უნდა ეხმარებოდეს წმინდა გიორგი?! ამას ჩვენ არ ვიმსახურებთ, არ ვიმსახურებთ წმინდა გიორგის შეწევნას. წმინდა გიორგი როცა გვეხმარებოდა, მაშინ ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძოდით და მტერსა და ეშმაკს რომ ვებრძოდით, ეშმაკის მსახურებს და რომ ვერ ვერეოდით – მაშინ გვეხმარება წმინდა გიორგი! როდესაც ჩვენ, ჩვენივე ნებით, ქართული ეთნოსის გამნადგურებელს გვერდში ვუდგავართ, ქართული მიწის გამყიდველებს ვუდგავართ, კაზინოებით რომ გაძარცვეს ქვეყანა და გვერდში რომ ვუდგავართ, ღამის კლუბებით რომ გარყვნეს ჩვენი ქართველი ახალგაზრდობა, იმათ რომ გვერდში ვუდგავართ, ყველაფრით რომ გაძარცვეს, გარყვნეს და გაათახსირეს. ყველანაირ ნორმას არის გადაცილებული უკვე, ჯოჯოხეთში იმყოფება ქვეყანა. სოფელი მკვდარია! ცარიელი სახლებია უკვე და ჩვენი რაიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თერჯოლა ცენტრალური გზისპირა რაიონია მითუმეტეს” – ამბობს მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი ქადაგებისას.
