Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოსაყდრემ შიომ ყველა კონკურენტი ძალიან დამამცირებლად ჩამოიშორა”- გამზარდია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

May 6, 2026
“მოსაყდრემ შიომ ყველა კონკურენტი ძალიან დამამცირებლად ჩამოიშორა”- გამზარდია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

“მოსაყდრემ [შიომ] ყველა კონკურენტი ძალიან უხეშად და დამამცირებლად ჩამოიშორა” – ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოსფიის დოქტორმა, პროფესორმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე ისაიას განათლება დაუწუნეს, მეუფე დანიელის ასაკი განსახილველი თემა გახდა, მეუფე ანდრიას შეახსენეს, რომ “ზნეობრივი პრობლემები აქვს”, მეუფე გრიგოლის მისამართით სასწაული დისკრედიტაციული კამპანია მიდის, ხოლო მეუფე იობის დიპლომის თემა რომ არ გახმაურებულიყო, შესაძლოა მისი კანდიდატურა მოეხსნათ.

არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ “ყველა ადამიანს, ვინც კი შეიძლებოდა სინოდის რაღაც ნაწილის ნდობით ყოფილიყო გამოხატული, მოსაყდრე ფაქტობრივად უკიდურესად დამამცირებლად მოექცა”. 

მე ვფიქრობ, რომ ცოტა დააგვიანეს ეპისკოპოსებმა, ჩვენ ამ თემებზე ვლაპარაკობთ რამდენიმე წელია. ის, თუ როგორ გარემოს ქმნიდა მოსაყდრე, მმართველობის რა პრინციპს ინარჩუნებდა, რა დამოკიდებულებებს გამოხატავდა და ა.შ. და მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც ახლა დაიწყეს, ასე ვთქვათ ეპისკოპოსებმა ამ ყველაფრის გამოხატვა. ამიტომ, აი ამ კუთხით, ცოტა ადრე რომ დაეწყოთ ლაპარაკი, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანურად ძალიან მიენდნენ მოსაყდრეს, რომ ის შექმნიდა ძალიან ადამიანურ, სულიერ, ქრისტიანულ გარემოს არჩევნებთან დაკავშირებით. 

ბოლოსაც, მათ შორის ენდნენ, როდესაც ლაპარაკობდნენ წინა სხდომებზე, მე ვიცი მღვდელმთავრების რაღაც ნაწილის დამოკიდებულება და საკმაოდ პოზიტიურად, დადებითად და მშვიდად უყურებდნენ პროცესს, არ ჰქონდათ შინაგანი განცდები და მეც რომ ჩემი  აზრები გამიზიარებია ზოგიერთი მათგანისთვის, პირიქით, მე არ მეთანხმებოდნენ. მაგრამ როდესაც აღმოაჩინეს, რომ ამ ხელოვნური ჰარმონიის იქით, მოსაყდრემ პრაქტიკულად ყველა კონკურენტი ძალიან უხეშად და ძალიან დამამცირებლად ჩამოიშორა…

პირველი, მეუფე ისაიას დაუწუნეს განათლება. საღვთისმეტყველო ცოდნის ცნება არ მოიცავს სერთიფიცირების ნაწილს, ეს არის ფართო ცნება, რომელშიც საღვთისმეტყველო ცნება გამოხატულია იმაში, რა ცოდნით მართავს სულიერ შვილებს, რა მადლს ქმნის სასულიერო იერარქი და ა.შ.. 

იქ არის პირობითი, როდესაც გვეუბნებიან, რომ ღმერთი ირჩევს, ღმერთი სერთიფიკატს არ უყურებს, უყურებს ადამიანის შინაარსს და უფრო მეტად ვიდრე ჩვენ ვხედავთ, ის ხედავს მას, თუ ჩვენ გვწამს. ამიტომ, მეუფე ისაია ძალიან დამამცირებლად ცამოიშორეს. 

მეუფე დანიელი, რომელსაც გახდა სალაპარაკო ის, რომ… აი ახლა მე ზაფხულში ვხდები 47 წლის, მაგრამ ჩემს დაბადების დღემდე სახელმწიფო აღიარებს, რომ მე ვარ 46 წლის. ხელშეკრულებაში რომ მეწეროს, რომ 46 წლის ასაკში სადღაც უნდა გადამიყვანონ, მე დღეს ისევ ვიმუშავებდი. ეს გახდა თემა დანიელის შემთხვევაში და შემდგომ ესეც არ ეყოთ, ბარემ ბოლომდე რომ გაენადგურებინათ, უცებ უთხრეს, რომ არც დანიელს აქვს თურმე დიპლომი. ახლა დანიელს საღვთისმეტყველო ცოდნა დაუწუნო ძალიან უხერხულია. 

მეუფე ანდრია, რომელმაც მშვიდობისკენ გაიხედა უფრო, რომ პრობლემები და კონფლიქტები არ შექმნილიყო, მაგრამ მეუფე ანდრიას შეახსენო, რომ რაღაც ზნეობრივი პრობლემები აქვს და ამიტომ ჯობია დროზე გაჩუმდეს იმიტომ, რომ არც ასაკი და არც სერთიფიკატის, ფორმალური მოწმობის პრობლემა არ ჰქონდა.

მეუფე გრიგოლის მისამართით სასწაული დისკრედიტაციული კამპანია მიდის. ამდენჯერ ნასამართლევი, ეს არის, ის არის, ბოდიში ჟარგონზე – “ბართლომისტია” და ა.შ..

მეუფე იობი, რომელიც ახლა რომ არ გახმაურებულიყო დიპლომის თემა, მაგალითად მშვიდად ეფიქრათ, რომ იობის განათლება არ შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ, გაფართოებულ სხდომაზე შეიძლება მონაწილეობიდან, როგორც კანდიდატი მოეხსნათ. 

ანუ, ყველა ადამიანს, ვინც კი შეიძლებოდა სინოდის რაღაც ნაწილის ნდობით ყოფილიყო გამოხატული, მოსაყდრე ფაქტობრივად უკიდურესად დამამცირებლად მოექცა. ამ პროცესში ახლა გაიაზრეს მე მგონი მღვდელმთავრების ნაწილმა და ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ცოტა რომ ესმინათ ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომლებსაც არანაირი პერსონალური მოტივაცია არ მაქვს. მე პირადად როცა ვსმჯელობ ჩემი სინდისის, ჩემი რელიგიის, ჩემი რწმენის ფარგლებში იმიოტმ, რომ მე არც მღვდლობა მინდა, არც სტატუსი მაინტერესებს და ა.შ.” – განაცხადა არჩილ გამზარდიამ. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს
  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge