ირაკლი ღარიბაშვილის მოხვედრამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში “ოცნების” დეპუტატებს უხერხულობა შეუქმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეზოლუცია პოლიტიკურ პატიმრად თვით “ოცნების” ყოფილ პრემიერს ასახელებს. დოკუმენტში ევროპელი დეპუტატები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში არა კორუფციის, არამედ ოცნების პოლიტიკური მოტივიცით მოხვდა. ასეხელებენ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ პატიმრობის ერთ-ერთ შემოქმედს.
ამ რეზოლუციის, რომ ივანიშვილის პარტიისთვის “ჩალის ფასი” არ აქვს, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებაც ადასტურებს. მაკა ბოჭორიშვილის უწყება საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტს მაშინ როცა დოკუმენტი ბოლომდე დამტკიცებულიც კი არაა.
სავარაუდოდ ქართული ოცნება ახლა ცდილობს გაარკვიოს ვისი ძალისხმევით აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი ამ რეზოლუციაში.
ღარიბაშვილზე ჩანაწერი ოპოზიციისთვის დასტურია, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებისგან დაზღვეული არ არის და ანგარიშსწორების სამიზნე შეიძლება გახდეს ყველაგა განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და ივანიშვილთან სიახლოვისა – აცხადებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნებისთვისაც.
