დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები სიონში, პატრიარქის საფლავთან მივიდნენ.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა, შემდეგ კი საპატრიარქოსთან მისულ ბავშვებსა და მშობლებს შესასვლელთან პოლიცია დაახვედრეს.
მშობლების თქმით, ისინი საპატრიარქოსთან მხოლოდ იმიტომ მივიდნენ, რომ ვინმეს მათი შვილები დაელოცა, თუმცა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მათ ხვალ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ რის შემდეგაც მიიღებენ პასუხს.
წარმომადგენელი იყო ჩამოსული ბატონი და გვესაუბრა და გვითხრა, რომ ხვალ შევეხმიანოთ ცხელ ხაზზე საპატრიარქოს და გვეტყვიან პასუხს იმის შესახებ, თუ რა პოზიციას დააფიქსირებენ ისინი ამ პროცესში.
დრეს იყო ჩვენი თხოვნა დალოცვასთან დაკავშირებით, განცხადებაში არ გვეწერა მაგრამ..” – თქვა ორგანიზაციის “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” თავმჯდომარემ, ზაქარია გვიშიანმა.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვირებია მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ და მათი შვილებისთვის წამალს ითხოვენ.
