Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს

May 6, 2026
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, მათ შორის გიორგი მიქაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს, რაზეც ის დათანხმდა და დაიწყეს დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ბრალდებულებმა შეარჩიეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილი პირი გელა უძილაური და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.

ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. ასევე, გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა მსჯავრდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი, გიორგი ჯოხაძემ უძილაურს გადასცა.

2025 წლის მარტის თვეში ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. უძილაურმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით და 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ დავით მიქაძე, გიორგი მიქაძე და გიორგი ჯოხაძე წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება), ასევე გიორგი ჯოხაძე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა და ბ“ ქვეპუნქტებით და მათ სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ მოხვდა ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში – რა ეჭვები არსებობს დასავლეთში
  • 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები სიონში, პატრიარქის საფლავთან მივიდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge