ცნობილი ხდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლული მამაკაცის ვინაობა. კახეთში დღეს მოკლული კაცი 36 წლის არსენა მარტაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
ერთ-ერთ ვერსიით, არსენ მარტაშვილსა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან კონფლიქტი მანქანის სიჩქარესა და გადასწრებაზე დაიწყო, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს საქმის გასარჩევად შეხვდნენ. დაპირისპირების დროს კი არსენ მარტაშვილს გულის არეში ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
სავარაუდოდ მკვლელობა გუშინ მოხდა, თუმცა გარდაცვლილს დღეს მიაკვლიეს.
საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
