Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გიორგი მიქაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე – რა განაცხადა მან

May 6, 2026
გიორგი მიქაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე –  რა განაცხადა მან

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ საქმესთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე ბრალდებები უსაფუძვლოა და პროცესს „გაუთავებელი ცილისწამებისა და პროპაგანდის“ ფონად აფასებს.

მიქაძემ სასამართლოში თქვა, რომ გარდაცვლილთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და მათი კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე საერთო სუფრით შემოიფარგლებოდა. დაკავებულის განცხადებით, მას არც მკვლელობის მოტივი გააჩნდა და არც ორგანიზებაში მიუღია მონაწილეობა.

მიქაძის განცხადებით, თქმით, მის წინააღმდეგ შექმნილია წინასწარი განწყობები, თუმცა საქმეზე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

სანამ უვადი პატიმრიბას მიუსჯიდნენ დაკავებულმა დეტექტივის იმ ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ როიმანოვ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს $5 მილიონის სანაცვლოდ შეუკვეთეს

“თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის” შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მე მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახს უკვე შექმნილი აქვს აზრი. მე მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, ბრალდებულის ადვოკატების სიტყვასაც მოვისმენდი, რომ სიმართლე გამეგო, თუმცა ისინი მიდიოდნენ. ოჯახს ჩემი სამძიმარი ახლაც და მაშინაც, როცა მე პანაშვიდზე მივედი. მე იქ ერთი ადამიანის ეჭვიანი მზერა არ მიგრძვნია. აქ მიდის გაუჩერებელი ტალახის სროლა. მე შენ დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე, ასეთი მდგომარეობაა. მკვლელობასთან დაკავშირებით მედავებიან ორგანიზებას და ანგარებას. სრული პასუხისმგენლობით ვამბობ, რომ ამ მკვლელობასთან რაიმე შეხება არ მაქვს. აბსოლუტურად არანაირი. ლევან ჯანგველაძესთან შეხება არ მქონია. მე მასთან დაკავშირებით ვინმესთან საუბარიც არ მქონია. პირადი ურთიერთობა არ გვქონია, არ მისაუბრია არასდროს ტელეფონზე. ნანახი მყავს, ნაცნობობის დონეზე სუფრაზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფებოდა. მე სუფრაზე შეხვედრის შემსწრე ბევრი მოწმის მოყვანა შემეძლო, მაგრამ მათ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებდი და არ მიღირდა. ჭიქის მიჭახუნების გარდა მე ამ კაცთან შეხება არ მქონია. მოტივს რაც შეეხება, თუ ეს მოტივი არ ექნებოდათ, მკვლელობის ორგანიზებაც არ იქნებოდა. ამიტომ ხელოვნურად გაჩნდა ეს მოტივი საქმეში, მაგრამ უკუღმა. ისე ამბობდნენ, თითქოს ლევანი იყო გაბრაზებული ჩვენზე და ჩვენზე თუ ის იყო გაბრაზებული, ჩვენ როგორ გამოვედით ბრალდებულები?! უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია.

5 მილიონი კი არა 5 მილიარდი რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით. ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს მოკლავს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მე აქ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამო არ ვზივარ, ვიღაცის ნების გამო ვზივარ მე აქ. მე მაქვს სიმართლე და მზად ვარ ყველაფრისთვის. მიდის გაუთავებელი ცილისწამება. ერთი წელიწადია მედიაში მიდის პროპაგანდა. ეს არ ხდება შემთხვევით. ვერაფერმა გადაფარა ეს თემა, ვერცერთმა საქართველოში თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენამ. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. სრული პასუხისგმებლობით ვამბობ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. აგერ ვარ და თავად გადაწყვიტეთ, ვარ თუ არა დამნაშავე. ვთვლი, რომ ვარ დიდ ინტერესებს შეწირული კაცი, რომელსაც ბევრი კარგი შემეძლო გამეკეთებინა საზოგადოებისთვის. ლევან ჯანგველაძის სული უფალმა ნათელში ამყოფოს და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა გიორგი მიქაძემ პროცესზე.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქოს პრესსამსახური მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს აქვეყნებს
  • მკვლელობა გურჯაანში – ადგილობრივები დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge