Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიეკუთვნება ძალიან მძიმე გართულებებით მიმდინარე ვირუსების კატეგორიას, გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული” – ყველაფერი, რაც ჰანტავირუსის შესახებ უნდა იცოდეთ

May 6, 2026
“კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად ბავშვებში მიმდინარეობს, რაც შეეხება  გრიპს, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს” – ივანე ჩხაიძე

საფუძველი იმისა, რომ ჰანტავირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა. ერთს ეძახიან ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმელების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და არის მეორე სახეობა ამ ვირუსის ე.წ. ახალი სამყაროს ვირუსი, რომელიც ფილტვების დაზიანებას იწვევს. ყველასთან, როგორც გარდაცვლილ და როგორც ახლა ინფიცირებულ პაციენტთან დაავადება დაიწყო გრიპის სიმპტომატიკით, თუმცა შემდეგ მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ვითარდება სუნთქვის დათრგუნვა, მწვავე უკმარისობა, ამას დაერთვება გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობაც და ძალიან მაღალი პროცენტით 30-60 %-მდე ვითარდება გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია. გაცილებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი დაავადების თირკმლის ფორმით მიმდინარე დროს. იქ მაქსიმუმ 30%-ია. გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის სწორედ ეს ფილტვის ფორმით მიმდინარე ვირუსი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს, არც ვაქცინაცია არსებობს. ამ ვირუსის გადამტანი ძირითადი გზა არის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა.

ვირუსის ის ფორმა, რომელიც ახლაა უფრო მეტად ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც. მეორე ფორმა კი აზიაშია გავრცელებული. რამდენად საქართველოშია ეს ვირუსი აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს მის ენდემურ კერას, ამის ენდემური კერაა აზია და სამხრეთ ამერიკა. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ვინაიდან ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით. ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მით უმეტეს პანდემიის სახე“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქოს პრესსამსახური მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს აქვეყნებს
  • მკვლელობა გურჯაანში – ადგილობრივები დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge