ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქმეზე მთავარი მტკიცებულება მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება და რომიკო გოგიაშვილის ინფორმაციული პატაკი იყო. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ბრალდების მხარის თქმით, შეკვეთის მთავარი ავტორი ირაკლი უსოიანია, რომელიც ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაუკავშირდა.
მთავარი მტკიცებულება არის მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება, არის რომიკო გოგიაშვილის ინფორმაციული პატაკი.
“მათ შორის იყო ანგარება და შეკვეთა, ეს უკავშირდებოდა ანგარებას, ეს უკავშირდებოდა მათ შორის იმ თანხას, რაც მოწმემ გააჟღერა პროცესზე, ეს იყო 5 მლნ დოლარის სანაცვლოდ მოხდა შეკვეთა ამ მკვლელობის. სასამართლო პროცესზე და მოპოვებული მტკიცებულებებით ირაკლი უსოიანი, რომლემაც განახორციელა დაკავშირება ოთარ ფარცხალაძესთან და ასევე მიქაძეებთან. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.
