„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 მაისს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ხადოელები, საყდრიონი, ბოჭორმა.
10:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, თრანი, გორანა, ნადოკრა, მელიასხევი, ქვემო კვერნაულა, სიონთგორი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში – არღუნი, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ველთაურთკარი. 12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში – ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, პავლეური, ჟინვალი, ფხუნდავი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბოდორნა, ყარსიმაანთკარი, ბაზალეთი, კოჭობა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ბევრეთი, ტაბარუკი, ძალაანთხევი, მსხალდიდი, წოდორეთი, დიღმის სატყეოს ტერიტორიაზე.
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, სოფელ გლდანში, ხოლო 13:30-დან 19:00 საათამდე – სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, სარაჯიშვილის, კვირაცხოველის, ჩარგალეთის, მარინაშვილის, რუსთაველის, გურამიშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
