დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე რამდენიმე თვის წინ დაღუპული ჯარისკაცი 24 წლის ქართველი მებრძოლი რევაზ გეგეჭკორია – ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ცნობით, რევაზ გეგეჭკორი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა, თვითონ ჟიტომირში დაიბადა და გაიზარდა, მანამდე კი ოჯახი გალში ცხოვრობდა.
