Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს – შსს

May 6, 2026
სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს – შსს

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.

მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“ – განაცხადა დავით კიკნაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს საქმე არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა – არ ვაპირებ თავის მართლებას, დანაშაული არ ჩამიდენია – მომიტევეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, ლევან ჯანგველაძის სული კი ნათელში იყოს” – გიორგი მიქაძე
  • სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
  • “ეს განცხადება იყო სამარცხვინო და აჩვენებს ილია მეორის მიმართ უპატივცემულობას” – არიამ ლაშხი მეუფე შიოს შესახებ მეუფე ზენონის განცხადებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge