პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
„ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე. დანარჩენებს ამ ოთხოქტომბრელის მოწოდებები წიხლზე გვკიდია და მხოლოდ ამ ფაქტის ხაზგასასმელად ვიყენებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ სასამართლო პროცესზე ოპოზიციას მიმართა, არის თუ არა აქცია 26 მაისს. „ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა. ეს არ არის შენიშვნა და პრეტენზია. 26 მაისს თუ აკეთებთ რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
