ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
პირველ მაისს, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო შუბლაძე გენერალურ დირექტორად გადაიყვანეს. ბაკურ ბაკურაძე კი სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს.
