რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 20 ივნისს „სირცხვილის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა:
“გამომსვლელებს შორის არ იქნება არცერთი პოლიტიკოსი, რადგან ასეთ დროს ან უნდა იყოს ყველა, ან არ უნდა იყოს არცერთი – მაგრამ, გაჟღერდება თითოეული იქ მოსული ადამიანის გულისტკივილი – ეს არის მთავარი! ევროპა ნიშნავს მრავალფეროვანი საზოგადოების მარტივ პრინციპებზე შეთანხმების უნარს – თანასწორობა, თავისუფლება, სოლიდარობა. ვაჩვენოთ ეს უნარი” – წერს მშვილდაძე