რესპუბლიკურმა საავადმყოფონ მათ ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და სამწუხარო ინფორმაცია გააზიარა. გარდაიცვალა პროფესორი ლალი ღლონტი, რომელიც ათასობით პაციენტის მკურნალი და ნუგეშისმცემელი იყო.
“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ პროფესორ ლალი ღლონტის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ლალი 40 წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ დეპარტამენტს, ათეული წლების განმავლობაში თსსუ_ს ნევროლოგიურ სნეულებათა კათედრის დოცენტი გახლდათ, ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით. უპირველეს ყოვლისა, ის იყო ექიმი, ათასობით პაციენტის მკურნალი, მათი იმედი და ნუგეშისმცემელი.
ვუსამძიმრეთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში