ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ესტუმრა, სადაც პირდაპირ ეთერში კოტლეტის გაკეთება მოუწია. რეცეპტზე რჩევის მისაღებად მან დედას დაურეკა, შემდეგ კი ამის გამო კრიტიკის ობიექი გახდა.
აღნიშნულ ფაქტს მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საზოგადოებას მიმართა:
“არ ვიცი საიდან დავიწყო …
რამოდენიმე დღის წინ ვიყავი რუსთავი 2 ის დილაში , სტუმრად …. სრულიად შემთხვევით მომიწია კოტლეტი და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში . ვინც მიცნობს იცის , რომ კულინაროა ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები ისე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი , მაგრამ იქიდან გამომდინარე , რომ დედა საოცარი მზარეულია უბრალოდ რეკლამის დროს გადავწყვიტე დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო ))))) ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყონარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა )))))
თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და აი ეს ხდება კომენტარებში … გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე , რომ იქნებ ამ ადამინების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ ,იქნებ თქვენც ვინც ამას კითხულობთ გადააზიაროთ და გაავრცელოთ, რომ მივიდეს იქნებ რომელიმეს ოჯახამდე და ერთხელ და სამუდამოდ ბოროტება გახდეს სირცხვილი და ეს ხალხი შერცხვენილები მაინც იყვნენ ახლობლების წინაშე და გაიგონ, რომ ძალიან ძალიან ძალიან სირცხვილია ადამიანებოოო!!!!!! ესე ილანძღლთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინაე ვიდეოზე ….. მესმის რომ რთული ცხოვრება გვაქვს , მესმის რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს , მაგრამ კარგით რააა ესე რამ გაგაბოროტათ და ესე რამ გაგაგიჟათ ხალხო (
P.s იმ ადამიანების საყურადღებოთ ვინც თვლის რომ უნდა “დავიკიდო” და ყურადღება არ მივაქციო … არა ხალხო არ ჭრის ეგ ტაქტიკა უარესად გიშვებიან მერე და ამიტომ ჯობია გამოვასაჯაროვოთ ეს ხალხი და იქნებ მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ))) ხოო და კიდევ, ძალიან საწყენია რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან ((((( ქალები რომლებსაც ჩემხელა შვილები ყავთ და დარწმუნებული ვარ საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან , ხოდა რავიცი ისე იცოდეთ მეც ცოცხალი ადამიანი ვარ )))) და მეც მაქვს გრძნობები ემოციები და ძალიან ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან …. მადლობა ნახვამდის. უბრალოდ გისურვებთ რომ არ ვიცი რა გისურვოთ” – წერს ჯამბურია