აშშ-ს კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები. ამ დოკუმენტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებენ პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას.
რაც შეეხება გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი ჩამონათვალში იმ 300-მდე ჟურნალისტის გვერდით არის მოხსენიებული, რომლებიც ბოლო ხუთ წელიწადში გაუმართლებელი მიზეზით დააპატიმრეს – მათ შორის არიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნოვაკი რუსეთში და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ფარიდე მეჰრალიზადა აზერბაიჯანში.
რეზოლუციის ავტორი, დემოკრატი სენატორი ბრაიან შატცია, რომელსაც მიაჩნია, რომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს იმფორმირებული იმ საფრთხეეების შესახებ, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ემუქრებათ.
მათ უწესებენ ცენზურასს, აპატიმრებენ, ძალადობენ და არის მკვლელობების შემთხვევევიც – წერია რეზოლუციის ტექსტში.
