Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა, დღეს 1-ელი მაისია, ირაკლი კობახიძე კი – მატყუარა პრემიერ-მინისტრი” – შალვა კერესელიძე

May 1, 2026
“კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა, დღეს 1-ელი მაისია, ირაკლი კობახიძე კი – მატყუარა პრემიერ-მინისტრი” – შალვა კერესელიძე

ქვეყანაში უსამართლოა დოვლათის განაწილება, უაღრესად დაბალია შრომის ანაზღაურება და მოსახლეობას შემოსავალი არ ყოფნის გაძვირებული ფასების ფონზე პირველადი საჭიროებებისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არაფრის გაიაფება არ შეუძლია, რადგან გაძვირებული ცხოვრება „სწორედ მათი კორუფციითა და გაუმაძღრობითაა გამოწვეული.“

„1-ელი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო ციხეში გამოკეტილი მაღაროელებით ვხვდებით და ვხვდებით ფასების კომისიის დასკვნით, რომელიც ამბობს, რომ ბაზარი და ფასები თურმე კონკურენტულია.

ქვეყანაში უსამართლოა დოვლათის განაწილება, უაღრესად დაბალია შრომის ანაზღაურება და მოსახლეობას შემოსავალი არ ყოფნის გაძვირებული ფასების ფონზე პირველადი საჭიროებებისთვის.

რამდენიმე თვის წინ თავად „ოცნებამ“ აღიარა, რომ საქართველოში ფასები ევროპაზე ძვირია და ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა. დღეს 1-ელი მაისია, ირაკლი კობახიძე კი „TV იმედის“ ცნობითაც – მატყუარა პრემიერ-მინისტრი.

ფასები კი არ შემცირდა – გაძვირდა. ფასების კომისიაზე მუშაობა ოცნებამ დაასრულა ერთადერთი დასკვნით – რომ მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს.

ვეთანხმებით „ოცნებას“. მათ ნამდვილად არაფრის გაიაფება არ შეუძლიათ, რადგან გაძვირებული ცხოვრება სწორედ „ოცნების“ კორუფციითა და გაუმაძღრობითაა გამოწვეული.

ამიტომ არ ირჩევს „ოცნება“ ევროპას. რადგან ევროპული წესრიგი არა 20-25 ოჯახის სიხარბეს, არამედ კეთილდღეობის სამართლიან განაწილებას და თითოეული მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებას ემსახურება.

ფასების ყალბი კომისიის ნაცვლად, ჩვენ „ოცნებას“ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს ვთავაზობდით: კორუფციაზე, მონოპოლიებსა და კარტელურ შეთანხმებებზე უარის თქმა; მინიმალური ხელფასის დაწესება 1050 ლარის ოდენობით. საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში იაფი მუშახელი არ უნდა იყოს; პენსიების გაზრდა 200 ლარით; უმუშევრობის დაზღვევა – ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის გამო მყისიერი გაღარიბების!; ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ხელშეწყობა და მხარდაჭერა!

„ოცნებამ“ ამ ყველაფერზე უარი გვითხრა. ნათელია – „ოცნება“ ხალხს ვეღარაფერს შესთავაზებს ტყუილების, ჩაგვრის, უსამართლობის, გაძვირებისა და გაუარესებული ცხოვრების გარდა! ხალხს სჭირდება კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში და არა პროპაგანდისტული „იმედის“ ქარდებზე დახატული!“, – განაცხადა კერესელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარიას ყვარელში 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • თბილისში ტაქსის მძღოლების პროტესტს კურიერებიც შეუერთდნენ
  • რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა – Faridaily

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge