Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

May 1, 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისა და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.

დოკუმენტის მიხედვით, საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით, საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე.

„საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორი წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის გავლენა პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ისე ინფლაციის დინამიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმის ანალიზი, ბაზრის სტრუქტურის შეფასება და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება. ძირითადი მიგნებები კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალფაქტორულ პროცესს, რომელიც განისაზღვრება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის – მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით. შესაბამისად, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე.

კომისიის დასკვნის მიხედვით, სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით; საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე; ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები; ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით. იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად უკავშირდება ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიას; მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნას და გადახდების გახანგრძლივებულ ვადებს; მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობასა და ლოგისტიკურ ხარჯებს; ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.

როგორც კომისიის დასვნაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტორები ერთობლივად ქმნის ფასის ფორმირების სისტემურ გარემოს და ზღუდავს ფასების შემცირების შესაძლებლობას სტრუქტრული ცვლილებების გარეშე.

კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ამ მიზნით რეკომენდირებულია: საშუალოვადიან პერიოდში – ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია და სექტორული მონიტორინგის სისტემის განვითარება; გრძელვადიან პერიოდში – ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდა, ასევე კერძო ეტიკეტის განვითარება კონკურენციის გაძლიერებისთვის; მოკლევადიან პერიოდში – მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე ფასის შემცირებას ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე.

„საერთო შეფასება საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების დინამიკა განპირობებულია სისტემური ფაქტორებით. შესაბამისად, პოლიტიკის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს იგი ბაზრის სტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტას, გამჭვირვალობის ზრდას და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში მიზნობრივი, პროპორციული და ეტაპობრივი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც ფასების სტაბილიზაციისთვის, ისე სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში, რომლის სრული ვერსია განთავსებულია ბმულზე .

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ლევან ხაბეიშვილი დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს დასჯადი ქმედებაა – მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს” – სუს-ის გამომძიებელი
  • “სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდნნენ” – ლევან ხაბეიშვილი
  • ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge