რა დაადგინა ფასების კომისიამ – საბოლოო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ბიზნესს გადჭაარბებული მოგება არ აქვს. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას.
ბერეკაშვილის თქმით, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ხდებოდა საკვეპროდუქტებზე მონიტორინგი.
საბოლოო ჯამში დასკვნა 3 ეტაპიანია და დაახლოებით 104 გვერდისგან შედგება.
“კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით საკვეპროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში რომ გავყოთ სამ ეტაპადაა დასკვნა – პირველი არის საკვეპროდუქტებზე, მეორე მედიკამენტებზე. გამოიკვეთა რომ ბაზრის ორი მოდელი არსებობს – ერთი არის გასაშლელი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია გასაშვებ ფასებზე და პროდუქტის ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე და მეორე მოდელი არის ბაზრის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება.
ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს რომ აუდიტის დასკვნებს არ ვენდოთ, გასაკუთრებით დიდი ქსელების პირობებში რომელსაც დიდი ოთხეული ჰყავთ. აუდიტის ანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი რომ დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია – ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა. – თქვა ბერეკაშვილმა.
