ბათუმში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაფიცული მძღოლები ამ წუთებში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იკრიბებიან. მძღოლების თქმით, საწვავის ფასის ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შემოსავალი, რის გამოც დღევანდელი ტარიფები და საკომისიოები აღარ არის მისაღები.
გამოცემა წერს, რომ გაფიცულები ტაქსის კომპანიებს საკომისიოს შემცირებასა და მგზავრობის ტარიფების გაზრდას სთხოვენ. მათი განმარტებით, ეს ერთადერთი გზაა, რომ მუშაობა კვლავ მომგებიანი გახდეს და ყოველდღიური ხარჯები დაფარონ.
პარალელურად ტაქსის მძღოლების გაფიცვა იგეგმება თბილისსა და ქუთაისშიც
ფოტო: აჭარა თაიმსი
